Thumbnail

ვლადიმირ ვაისი: 3 ქულა კარგია, მაგრამ თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიბრალტართან მატჩი შეაფასა
  • ვაისის თქმით, დანიასთან მატჩისთვის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგით მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში გიბრალტარის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

ვაისი: 'ჩვენი ვალია, რომ რანგით სუსტი გუნდები დავამარცხოთ და აღებული სამი ქულა მნიშვნელოვანია. თუმცა, თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ბევრი შანსი გვქონდა და მეტის გატანა შეგვეძლო. მინდა გამოვყო ჯაბა კანკავა, რომელმაც პენალტის დარტყმის უფლება ახალგაზრდა ფეხბურთლს, დებიუტანტს დაუთმო. კანკავა ნამდვილი ჯენტლმენია. წინ დანიასთან თამაშია და უკვე დაწყებულია ამ მატჩისთვის მზადება.'

რამდენად კმაყოფილი ხართ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით?

ვაისი: კვარაცხელია, არველაძე და ხარაბაძე ახალგაზრდები არიან და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უკეთაც შეუძლიათ თამაში, მაგრამ დებიუტი გარკვეულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული და ასეთ დროს, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა რთულია. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. უნდა დავაკვირდეთ და ხვალ გაირკვევა, წამოვა თუ არა დანიაში. მინდა შევაქო გიორგი ლორია, რომელმაც ამჯერად კარგად დააყენა ცოცხალი კედელი და გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ზოგი არაა იდეალურ ფორმაში და ამიტომ, დანიაში იქნება ცვლილებები. 

საქართველოს ნაკრები ტრადიციულად ცუდად თამაშობს დანიასთან. როგორ აპირებთ ფეხბურთლებისთვის იმ სტრესის მოხსნას, რასაც დანიასთან მატჩის მოლოდინი იწვევს?

პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ხმას ავუწიე!

ვაისი: დღეს ითამაშეს იმ ფეხბურთლებმა, რომლებსაც გუნდებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. დანია ტოპ კლასის გუნდია და ვეცდებით, რომ იქ სწრაფი ფლანგებით ვითამაშოთ. ჯერ არ ვიცი, რომელ ფეხბურთლებზე შევაჩერებ არჩევანს, რადგან ეს ვარჯიშებზე უნდა გამოჩნდეს. შესაძლოა, ლევან მჭედლიძე ვიხილოთ ძირითადში, ან ისევ ვატო არველაძე. იმედია, დანიური მატჩი თავდაჯერებას შეგვმატებს.

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

რა დააკლდა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს და როგორ აფასებთ გიორგი პაპუნაშვილის თამაშს?

ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ხმას ავუწიე, რადგან არ ვიყავი თამაშით კმაყოფილი. მეტი მოძრაობა იყო საჭირო და ზონები ცარიელი გვრჩებოდა. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, რაშიც შეცვლაზე შესულმა ფეხბურთლებმაც შეიტანეს წვლილი - მათ შორის გიორგი პაპუნაშვილმა. მეორე ტაიმში მეტი მოძრაობა იყო, მეტი დარტყმა კარში და შესაბამისად, მეტი სახიფათო მომენტი.

გიორგი ლორია ისევ შეცდა ცოცხალი კედლის დაყენების დროს და ხომ არ უნდა შეცვალოს კედლის დაყენების მეთოდი?

ვაისი: ირლანდიაში კედელი ცუდად იდგა და გოლიც გავუშვით. ამ თემაზე მქონდა გიორგისთან ლაპარაკი. თუმცა დღეს, ლორიას შეცდომა არ დაუშვია, ბურთი კედელს ზემოდან გადაცდა და გიორგიმ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ.

საბა კვერკველია ტრავმირებულია. შეძლებს დანიაში თამაშს?

ვაისი: სამწუხაროდ, საბა კვერკველია და დავით ხოჭოლავა ტრავმირებულები არიან. ვერცერთი ვერ ითამაშებს დანიაში. უნდა აღვნიშნო, რომ კარგი შთაბეჭილება დატოვა გია გრიგალავამ, სწორად კითხულობდა თამაშს და კარგად ანაწილებდა პასებს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დანია
  • ფრე
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები