Thumbnail
  • საქართველომ ზედიზედ მესამედ დაამარცხა გიბრალტარი
  • ვატო არველაძემ ნაკრებში მამის, რეზი არველაძის გოლიდან 25 წლის შემდეგ გაიტანა
  • ვლადიმირ ვაისი ნაკრების მწვრთნელთა შორის რეკორდსმენია

ევრო 2020-ის მე-3 შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარის სუსტ ნაკრებს უმასპინძლა და იოლად, 3:0 დაამარცხა. ამ თამაშში გოლები ვაკო გვილიამ, შეცვლაზე შესულმა გიორგი პაპუნაშვილმა და ვატო არველაძემ (პენალტით) გაიტანეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

ვლადიმირ ვაისის ნაკრებს 3 თამაშიდან 3 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზეა. მოგვიანებით მე-4 ადგილზე მყოფი დანია ლიდერ ირლანდიას მასპინძლობს.

გთავაზობთ ამ მატჩის სტატისტიკასა და საინტერესო ფაქტებს.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

⚽ საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 23-ჯერ დაარტყა - 12 კარში წავიდა (3 გოლი), 7 აცდა და 4 დაიბლოკა.

⚽ გიბრალტარმა სულ ერთხელ დაარტყა კარისკენ, რასაც ლორიას სეივი მოყვა.

⚽ საქართველოს ნაკრების ბურთის ფლობა - 73%. I ტაიმში 76%.

⚽ პასის სიზუსტე - 89%.

⚽ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 742 პასი გააკეთეს, პირველ ტაიმში 411 პასი, დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების რეკორდია. პასის სიზუსტე 89% იყო. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 41-ჯერ აართვა ბურთი.

⚽ საქართველოს ნაკრები 9-ჯერ დაჯარიმდა (1 გაფრთხილება - კანკავა).

⚽ ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს პირველად მოაგებინა.

⚽ ვაისმა საქართველოს ნაკრებს მე-14 გამარჯვება მოუტანა, რაც ნაკრების მწვრთნელთა ახალი რეკორდია. 13-13 მოგება ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა.

⚽ საქართველოს ნაკრებმა 19 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

⚽ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს სამჯერ დაუპირისპირდა და სამჯერვე მოუგო. 10:0 ბურთების შეფარდება. 

⚽ ვატო არველაძემ ნაკრებში მეორედ ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა.

⚽ ვატო არველაძემ ნაკრებში მამის, რევაზ არველაძის გოლიდან 25 წლის შემდეგ გაიტანა. 1994 წელს მან ნიგერიის ნაკრების კარში გაიტანა (1:5).

⚽ ვატო უკვე გაუთანაბრდა გოლებით მამას (11 თამაში, 1 გოლი).

⚽ ვაკო გვილიას ნაკრებში სამი გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხვა ტურნირში - მსოფლიოს შესარჩევზე, ერთა ლიგაზე და ევროპის შესარჩევზე.

⚽ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი გაიტანა. აქამდე მან ერთი გოლი ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

⚽ გიორგი ლორიამ ნაკრებში ოქტომბრის შემდეგ კარი მშრალად პირველად შეინახა.

⚽ ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 18 წლის, 3 თვისა და 26 დღის ასაკში ჰქონდა.

⚽ ჯაბა კანკავამ ამ შესარჩევ ციკლში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები