Thumbnail

‘რაც ერევანში შევძელით, თბილისში არ გამოვიდა’ - რა თქვა გიბრალტარის მწვრთნელმა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ხულიო სესარ რიბასმა საქართველოსთან მატჩი შეაფასა
  • პრესკონფერენცია ცოტა ხანს გაგრძელდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხულიო სესარ რიბასმა მატჩი მოკლედ შეაფასა.

რიბასი: საქართველოს ნაკრებმა დაიმსახურა ეს გამარჯვება. გვქონდა შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ შეცდომები დავუშვით.

ვის გამოყოფთ საქართველოს ნაკრებიდან და ელოდით თუ არა ასეთ ანგარიშს?

რიბასი: გვქონდა იმედი, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდით, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ის, რაც სომხეთთან გამოგვივიდა, თბილისში არ გამოვიდა. საქართველოს ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

📋 მეტი ამ თემაზე: 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დანია
  • ფრე
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები