Thumbnail

შევარდა, მერებაშვილს ჩაეხუტა და მოედანი თავად დატოვა - ინციდენტი მატჩზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თბილისში, 'დინამო არენაზე' საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ეთამაშება. ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს მესამე მატჩია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი შვეიცარიასთან, თბილისში, 0:2 წააგო, მერე კი ირლანდიაში 0:1 დამარცხდა.

53-ე წუთზე თამაში დროებით შეჩერდა, რადგან მოედანზე ფანი შევარდა, მან გიორგი მერებაშვილთან მიირბინა და ჩაეხუტა, თუმცა ფეხბურთელის თხოვნის შემდეგ მოედანი მალევე დატოვა. 

სხვა რაკურსით 

შეგახსენებთ, რომ ანგარიში 30-ე წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დანია
  • ფრე
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები