Thumbnail
  • საქართველო 3:0 გიბრალტარი
  • 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76-პენ)
  • ვლადიმირ ვაისმა ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას გადაასწრო
  • ვატო არველაძემ ერონულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გოლები გაიტანა და პირველი გამარჯვება იზეიმა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიბრალტარის ნაკრები 3:0 დაამარცხა და სამი მატჩის შემდეგ სამი ქულა აქვს - როგორც იცით, პირველ ტურში გუნდი შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა, მერე კი ირლანდიაში 0:1 წააგო.

📋 მეტი ამ თემაზე: 

გიბრალტართან შეხვედრა ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე 34-ე იყო. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა მე-14 მატჩი მოიგო (9 ფრე, 11 მარცხი). ვაისმა გადაასწრო ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას და საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდა მწვრთნელებს შორის.

გიბრალტარის ნაკრებთან საქართველოს შემადგენლობა გადახალისებული იყო. ვაისის განკარგულებაში, ტრავმებისა თუ არასათანადო სათამაშო ფორმის მიზეზით, არ იყვნენ ძირითადი შემადგენლობის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ქვილითაია.

სლოვაკმა მწვრთნელმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია. დაცვის ხაზში, ოთარ კაკაბაძესთან (მარჯვნივ) და გურამ კაშიასთან ერთად, გია გრიგალავა და ლევან ხარაბაძე (მარცხნივ) თამაშობდნენ. ნახევარდაცვის ცენტრი ვაისმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯაბა კანკავას, ნიკა კვეკვესკირს და ვაკო გვილიას ჩააბარა. ფლანგებზე გიორგი მერებაშვილი და დებიუტანტი ხვიჩა კვარაცხელია ვიხილეთ, თავდასხმაში კი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრებში 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა

გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო სესარ რიბასმა 5-3-2 ტაქტიკური სქემა აირჩია. ცხადი იყო, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე დაცვით ფეხბურთს ითამაშებდა. გიბრალტარელები პირველივე წუთებიდან საკუთარ ნახევარზე გამაგრდნენ და ბურთი საქართველოს ნაკრებს დაუთმეს. ვაისის გუნდმა თამაში აქტიური შეტევებით დაიწყო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. იყო რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიში, მაგრამ გოლდვინის კარში პირველი ზუსტი დარტყმა მხოლოდ მე-17 წუთზე განხორციელდა: გვილიას პასის შემდეგ არველაძემ დაარტყა - გოლდვინმა ბურთი ადვილად აიღო.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მომენტი 22-ე წუთზე შექმნა: კაკაბაძის ძლიერი, შორეული დარტყმა გოლდვინმა მოიგერია!

ოთარ კაკაბაძის მომენტი (22')

ქართველი ფეხბურთელები უფრო და უფრო აქტიურად უტევდნენ. საინტერესოა ერთი ტაქტიკური დეტალი: 25-ე წუთიდან მერებაშვილმა და კვარაცხელიამ ფლანგები გაცვალეს, რის შემდეგაც, ვაისის გუნდმა აქცენტი შეტევის მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა: მარჯვენა ფლანგზე გადასულმა კვარაცხელიამ ბურთი კაკაბაძესთან გაითამაშა, ამ უკანასკნელის პასის შემდეგ კი, ვაკო გვილიამ შესანიშნავი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

1:0 გვილია (30')

პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, გიბრალტარის ნაკრების ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: ლიამ უოკერის საჯარიმო დარტყმა გიორგი ლორიამ ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია! ეს ერთ-ერთი საუკეთესო სეივია საქართველოს ნაკრების მეკარის კარიერაში!

გიორგი ლორიას შესანიშნვაი სეივი (45+2')

მეორე ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმით დაიწყო: საქართველოს ნაკრების დებიუტანტი დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის დებიუტანტმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, აქტიურობდა და გვილიას გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მის ნაცვლად თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო.

52-ე წუთზე კანკავას უძლიერესი დარტყმა ვიხილეთ!

კანკავას დარტყმა (52') 

59-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს მეორე გოლი გაუტანა: გვილიას პასის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტად დაარტყა - სტუმართა მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა...

2:0 პაპუნაშვილი (59')

76-ე წუთზე გიბრალტარის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა - არველაძის დარტყმის შემდეგ, როი ჩიპოლინას ბურთი ხელზე მოხვდა.

თერთმეტმეტრიანი თვითონ ვატო არველაძემ შეასრულა - ეს იყო მისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით.

3:0 არველაძე (76-პენ)

საბოლოოდ 3:0 და საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე აღარ არის! მომდევნო მატჩს ვაისის გუნდი ორშაბათს, დანიაში გამართავს.

საქართველო 3:0 გიბრალტარი

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76-პენ)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე - კანკავა (77. მჭედლიძე), კვეკვესკირი - მერებაშვილი (72. კიტეიშვილი), გვილია, კვარაცხელია (47. პაპუნაშვილი) - არველაძე 

გიბრალტარი (5-3-2): გოლდვინი - სერჯანტი, ჯ. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა, ანესლი (86. ბარნეტი), ოლივერო - დე ბარი, ბარდონი (77. კუმბესი), ერნანდესი - უოკერი, კაშიარო (65. პონსი) 

მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)

დანია 1:1 ირლანდია

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

📸 საქართველო 3:0 გიბრალტარი - საუკეთესო კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები