Thumbnail

როლან გაროსი | ნადალმა ფედერერს ზედიზედ მეექვსედ მოუგო და ფინალშია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რაფაელ ნადალი 6:3, 6:4, 6:2 როჯერ ფედერერი
  • მე-2 ნომრად განთესილი ესპანელი ფინალშია

დიდი სლემის წლის მეორე ტურნირის, საფრანგეთის ღია პირველობის პირველი ფინალისტი ვაჟ ჩოგბურთელებში ცნობილია - რაფაელ ნადალი. 

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა და მეორე ნომრად განთესილმა ესპანელმა მე-3 ნომრად განთესილ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს სამ სეტში მოუგო კლასიკად ქცეულ დაპირისპირებაში - 6:3, 6:4, 6:2. 

ესპანელმა შვეიცარიელს საკმაოდ იოლად აჯობა 2 საათნახევარში, მან მეტოქის მოწოდება ჯამში 6-ჯერ მოიგო (ორ-ორჯერ სეტში) და დამსახურებულად გავიდა ფინალში. 

ნადალის მატჩ-პოინტი

საინტერესო ფაქტები

🎾 რაფაელ ნადალი როლან გაროსის ფინალში კარიერაში მე-12-ედ გავიდა. 

🎾 რაფა ნადალმა როჯერ ფედერერს ზედიზედ მეექვსე მატჩი მოუგო.

🎾 რაფა ნადალმა როლან გაროსზე ბოლო 94 თამაშიდან 92 მოიგო.

🎾 ამ 94 მატჩის განმავლობაში ესპანელმა მხოლოდ 26 სეტი წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები