Thumbnail

თბილისში, 'დინამო არენაზე' საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ეთამაშება. ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს მესამე მატჩია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი შვეიცარიასთან, თბილისში, 0:2 წააგო, მერე კი ირლანდიაში 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები 30-ე წუთზე დაწინაურდა. ანგარიში ვაკო გვილიამ გახსნა!

1:0 ვაკო გვილია 30'

გუნდების სასტარტო შემადგენლობები

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე - კანკავა, კვეკვესკირი - მერებაშვილი, გვილია, კვარაცხელია - არველაძე 

გიბრალტარი (5-3-2): გოლდვინი - სერჯანტი, ჯ. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ოლივერო - დე ბარი, ბარდონი, ერნანდესი - უოკერი, კაშიარო  

მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები