Thumbnail
  • ნაპოლიმ ბოლონია 3:1 დაამარცხა და ისევ გალიდერდა.
  • ინტერმა სპალ-თან 2 ქულა დაკარგა.
  • ვერონამ ფლორენციაში 4:1 მოიგო.

იუვენტუსის ლიდერობა სერია A-ში მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოლიმ ბოლონიას დამარცხება შეძლო, ლიდერობა დაიბრუნა და ტურინულ გრანდს ისევ 1 ქულით უსწრებს.

ნაპოლი 3:1 ბოლონია. დრის მერტენსმა დუბლი შეასრულა
მაურო იკარდის ინტერი კრიზისშია

სტადიო “სან პაოლოზე” თავიდან ბოლონია დაწინაურდა - როდრიგო პალასიომ ანგარიში პირველივე წუთხე გახსნა, თუმცა ნეაპოლელებმა 4 წუთში გაათანაბრეს: ბოლონიას მცველმა იბრაჰიმა მბაიემ ავტოგოლი გაიტანა. მაურიციო სარის გუნდი დრის მერტენსმა პირველივე ტაიმში, პენალტით დააწინაურა, 59- წუთზე კი დუბლი გაიფორმა. ნაპოლი მომდევნო ტურში აუტსაიდერ ბენევენტოს ესტუმრება, რომელიც ამ ტურში ტორინოსთან 0:3 განადგურდა.

ნაშუადღევს მილანის ინტერმა ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშა. ნერაძურის კრიზისი აშკარაა - ლუჩანო სპალეტის გუნდი სპალ-საც კი ვეღარ უგებს (1:1). ინტერს სერია A-ში უკვე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და თუ ასე გაგრძელდა, სპალეტის გუნდი მე-4 ადგილსაც დაკარგავს.

ვერონამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - ფაბიო პეკიას გუნდმა ფიორენტინა ფლორენციაში 4:1 გაანადგურა. ოთხიდან ორი გოლი იუვენტუსიდან არენდით აყვანილი მოიზე კინის ანგარიშზეა.

► ჰარაკირი ვერონაში - ბუფონი სკამზე, იუვენტუსი სათავეში

კომენტარები

ბოლო ამბები