Thumbnail

სომხეთის ოქრო საქართველოს მისცეს - დოპინგ-სკანდალი ძალოსნობაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონად გამოცხადდა
  • ანტოდოპინგური წესების დარღვევის გამო რიპსიმე ხურშუდიანი დაისაჯა

საქართველოს ისტორიაში პირველი ძალოსანი ქალი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. გოტფრიდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცა! ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია იუწყება.

საქართველოს ისტორიაში პირველი ძალოსანი ქალი, მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა....

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 07 ივნისი, 2019

წარმოშობით უკრიანელმა სპორტსმენმა, რომელიც საქართველოს სახელით 2015 წლიდან გამოდის, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნორვეგიულ ფიორდეში ანასტასია ორჭიდის ჯამში მხოლოდ კილოგრამით ჩამორჩა სომეხ ჩემპიონ რიპსიმე ხურშუდიანს (250 კგ) და ვერცხლს დასჯერდა.

დოპინგში მხილებულ სომეხ სპორტსმენს ტიტულები ჩამოართვეს

ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ სომეხ ძალოსან გოგონას, ანტოდოპინგური წესების დარღვევის გამო, 2008 წლიდან მოყოლებული, ყველა მიღწევა, მათ შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონობა გაუუქმა. წესის თანახმად, ევროპის ოქროს მედალი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს - ანასტასია გოტფრიდს გადაეცა.

მეტი ამ თემაზე: ანასტასია გოტფრიდი: საქართველოს უკრაინაზე ვეღარ გავცვლი!

ამრიგად, ანასტასია გოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონია - 2016 და 2018 წლების. შეგახსენებთ, რომ ძალოსანს 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაც აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები