Thumbnail
  • პირველი დღის TOP 5 ლელო
  • TOP 5-ში საქართველოსთან დადებული ლელოც მოხვდა

არგენტინაში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები დასრულდა. მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა პირველი ტურის 5 საუკეთესო ლელო გამოავლინა.

სამწუხაროდ, საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა პირველი ტურის მატჩი ზელანდიასთან დათმო, ხოლო ქართველი მორაგბეების ერთადერთი ლელო TOP 5-ში ვერ მოხვდა. ხუთეულში ორი ლელო არგენტინისა და უელსის მატჩიდან შეიყვანეს.

კოან ჰერბერტის მიერ დადებული ლელო საქართველოსთან კი ხუთეულში დამსახურებულად მოხვდა. შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" 4 ლელო გამოარჩიეს და დღის TOP 5-ში შეიყვანეს.

TOP 5

ნოა ლოლესიო V იტალია
ჰარი მორგანი V არგენტინა
იგნასიო მენდი V უელსი
კოან ჰერბერტი V საქართველო
ოსეა ვაქა V საფრანგეთი

კომენტარები

ბოლო ამბები