Thumbnail

'წაგება სტილის ბრალი არ არის' - საუთგეიტმა გუშინდელ მარცხზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისი გუშინ ერთა ლიგის ნახევარფინალში დამაარცხა
  • მარცხის ძირითადი მიზეზი დაცვაში 2 უხეში შეცდომა გახლდათ...

ინგლისის ნაკრები გუშინ ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ჰოლანდიასთან 3:1 დამარცხდა. ორივე გუნდიდან შეხვედრაში უხეში შეცდომები ცენტრალურ მცველებმა დაუშვეს - დე ლიხტმა, ჯონ სტოუნსმა და მაგუაირმა.

მაგუაირისგან განსხვავებით დე ლიხტის და სტოუნსის შეცდომებს გოლები მოჰყვა, მატჩის მიწურულს კი მათ სიას საყრდენ ზონაში ჩამოწეული როს ბარკლიც შეუერთდა, რომელმაც მემფის დე პაი ერთი-ერთზე დატოვა, რომელმაც პომესს გაატანინა.

საუთგეიტის მოსვლის დღიდან, ინგლისის სათამაშო სტილის ერთ-ერთი კომპონენტი ბურთის საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მოკლე პასებით გადადგილებაა, ორივე ტექნიკური წუნი გუშინ ასეთ ეპიზოდში მოხდა.

"სტილი პრობლემა არ არის, რომ არა ეს სტილი ახლა აქ არ ვიქნებოდით..." - ამბობს საუთგეიტი. "ჩვენი მარცხის მიზეზი ტექნიკური შეცდომები გახლდათ, ასე თამაში არ შეიძლება. გადაყწვეტილების მიღების პროცესიც დასახვეწი გაქვს, ბევრ სიტუაციაში ვაგვიანებთ."

შეცდომების გარდა, ასევე  ბევრი თვლის, რომ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი მეორე ტაიმში ჰარი კეინის გამოყვანა იყო, რომელიც ზუსტად ისეთივე ინერტული და ნაკლებად პროდუქტიული გახლდათ, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ.

შეცდომების გარდა, ასევე  ბევრი თვლის, რომ მარციხს ერთ-ერთი მიზეზი მეორე ტაიმში ჰარი კეინის გამოყვანა იყო, რომელიც ზუსტად ისეთივე ინერტული და ნაკლებად პროდუქტიული გახლდათ, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივეპრულის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები