Thumbnail

‘წუთიც არ მათამაშეს, რომ მადლობა გადამეხადა!’ - ექს-კაპიტანმა მილანი დატოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რიკარდო მონტოლივო მილანს სკანდალით დაშორდა
  • იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი როსონერის 7 წელი ემსახურა
  • 4 წლის განმავლობაში მონტოლივო გუნდის კაპიტანი იყო

იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ მილანი დატოვა. ფეხბურთელმა, რომელიც 34 წლისაა, ‘როსონერიში’ 7 წელი გაატარა და აქედან 4 წლის მანძილზე გუნდის კაპიტანი იყო. მონტოლივო მილანიდან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მიდის. 

საქმე ისაა, რომ ამ სეზონში ჯენარო გატუზომ ის არცერთხელ არ ათამაშა - ექს-კაპიტანს მოედანზე ერთი წუთიც კი არ გაუტარებია. ფეხბურთელი წუხს იმის გამო, რომ ‘სან სიროს’ პუბლიკასთან ღირსეულად გამომშვიდობების საშუალება არ მიეცა.

“გულდაწყვეტილი ვარ, რომ ტიფოზებთან დამშვიდობების საშუალება არ მომეცა. მინდა, ფანებს დიდი მადლობა გადავუხადო - მათ მხარდაჭერას წლების მანძილზე ყოველთვის ვგრძნობდი. მე ყოველთვის ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს და ვიქცეოდი ისე, როგორც პროფესიონალი უნდა მოიქცეს. მილანის ფორმისადმი სიყვარული ჩემთვის სამუდამოა… Forza Milan!” - დაპოსტა მონტოლივომ ინსტაგრამზე.

კომენტარები

ბოლო ამბები