Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ფინალური სერია TMC თბილისის მოგებით დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თელასი 1:2 TMC თბილისი
  • 14 ივნისს მეორე ფინალური მატჩია

თელასმა და TMC თბილისმა ფუტსალის ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად პირველი მატჩი გამართეს. თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ ნახევარში, გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, მაგრამ რეალიზება ვერ შეძლეს და შესვენებაზე გატანილი გოლის გარეშე გავიდნენ. 

მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა გოლებიც იხილეს. 25-ე წუთზე, გიორგი სოზაშვილმა გახსნა ანგარიში და თელასი დაწინაურდა. თამაშის ტემპმა კიდევ უფრო იმატა. ვახტანგ კეკელიამ ჯერ აღადგინა წონასწორობა, დამატებით დროში კი დუბლი შეასრულა და TMC თბილისი წინ გაიყვანა. ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მედიკოსებმა 2:1 მოიგეს. მეორე ფინალური შეხვედრა 14 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები