Thumbnail

3×3 კალათბურთი | U18 საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს 18-წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში 4 მატჩი გამართა
  • ბელარუსი დაამარცხეს და 3 მატჩი წააგეს: აშშ-სთან, მონღოლეთთან და ლატვიასთან

საქართველოს 18-წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი დაასრულა. ქართველი კალათბურთელები ბოლო შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდნენ და ბოლო წამებზე წააგეს. თამაშის წინ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს დაკარგული ჰქონდა. დასკვნითი მატჩი უშეღავათო და დაძაბული გამოვიდა.

საქართველოს ნაკრები ძირითადად მდევრის როლში იყო, თუმცა რამდენჯერმე წინაც გავიდა. ფრე იყო მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ლატვიელებმა ორქულიანი ჩააგდეს და შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს, 21:19. 

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ლაშა მიქელაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და ნიკა ნიკოლაიშვილი იცავდნენ, ულან ბატორში მიმდინარე მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფში 4 მატჩი გამართა, რომელთაგანაც ბელარუსს სძლია (21:16), ხოლო აშშ-სთან (19:21), მონღოლეთთან (16:18) და ლატვიასთან (19:21) დამარცხდა. პლეი ოფში აშშ და მონღოლეთი გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები