Thumbnail

Nowitzki Way - დალასში ქუჩას დირკ ნოვიცკის სახელს დაარქმევენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს ლეგენდა დალასში საკუთარი სახელობის ქუჩას მიიღებს
  • Nowitzki Way მავერიკსის დარბაზთან ახლოს

ეს ამბავი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დირკ ნოვიცკის დალას მავერიკსისთვის და როგორ უყვართ და აფასებენ მას ტექსასელები!

ამერიკული პორტალის, ESPN-ის ინფორმაციით, დალასში ერთ-ერთი ქუჩა დირკ ნოვიცკის სახელობის გახდება. როგორც იცით, ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა მთელი ამერიკული კარიერა დალას მავერიკსში გაატარა.

დალასის პუბლიკა დირკ ნოვიცკის აპრილში დაემშვიდობა

ქუჩას ახლა Olive Street ჰქვია და American Airlines Center-თან გადის, ახალი ზუსტი სახელწოდება კი Nowitzki Way (ნოვიცკის გზა) იქნება. მავერიკსის მფლობელი მარკ კუბანი ამბობს, რომ ეს ბრწყინვალე იდეაა: “დირკი იმსახურებს ამ პატივისცემას. ძალიან მიხარია მის გამო!” - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის დირკ ნოვიცკიმ კარიერის დასრულება 9 აპრილს, სეზონის ბოლოსწინა მატჩში დაადასტურა. საერთო ჯამში გერმანელმა დალასში 21 წელი გაატარა და 2011 წელს მავერიკსს NBA მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები