Thumbnail

Blizzard-მა Starcraft-ის შუთერზე მუშაობა შეაჩერა და აქცენტს Diablo 4-ზე აკეთებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • პროექტები, რომლებიც Blizzard-ს ჯერ არ დაუანონსებია საჯარო განხილვის საკითხი გახდა
  • StarCraft-ის შუთერს გეიმერები ვერც ამ ეტაპზე იხილავენ
  • Diablo 4 და Overwatch 2 ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა

ვეტერან გეიმერებს კარგად ემახსოვრებათ Blizzard-ის პროექტი StarCraft: Ghost. FPS ჟანრის თამაში, რომელზე მუშაობაც 2005 წელს შეწყდა და დღის სინათლე ვერასდროს იხილა. იგივე ბედი გაიზიარა კომპანიის კიდევ ერთმა პროექტმა - Warcraft Adventures: Lord of the Clans-მა. დაახლოებით ანალოგიური სურათი გვაქვს დღესაც - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ შეაჩერა StarCraft-ის ახალ შუთერზე მუშაობა და რესურსები Diablo 4-ის და Overwatch 2-ის გუნდებში გადაანაწილა. საგულისხმოა, რომ არც ერთი თამაში ოფიციალურად დაანონსებული არ არის.

StarCraft: Ghost Blizzard-ის ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი პროექტია

Kotaku-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, StarCraft-თან დაკავშირებული პროექტი, რომლის კოდური დასახელებაც Ares იყო, უკვე შეჩერებულია. 

Blizzard-ის კომენტარის მოპოვება არაერთმა გამომცემლობამ სცადა. Kotaku-სთან საუბარში კომპანიამ განაცხადა, რომ საკითხის საჯაროდ განხილვას არ აპირებენ, რადგან ისინი უამრავ პროექტზე მუშაობენ, რომელთა ნაწილიც, რა თქმა უნდა, არასდროს გამოქვეყნდება.

როგორც წესი, იმ პროექტებზე, რომლებიც არ დაგვიანონსებია, კომენტარს არ ვაკეთებთ, თუმცა ამჯერად ასე ვიტყვით:

ჩვენს კომპანიაში მუდმივად მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ახალი იდეები აქვთ. მიზეზი, რატომაც მათ საჯაროდ არ განვიხილავთ, არის ის, რომ თამაშის განვითარების პროცესში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მსგავსი გამოცდილება წარსულში არაერთხელ გვქონია და ამის შანსი ყოველთვის არსებობს. არასდროს გვინდა ისეთი პროექტის დაანონსება, რომელსაც მოთამაშეები ვერასდროს იხილავენ', - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Ares-ში იყო პროტოტიპი, რომელსაც ტერანელი ქვეითი გააკონტროლებდა, რათა ზერგი უცხოპლანეტელები დაეხოცა. გარდა ამისა, უცხოური მედია საშუალებები იუწყებიან, რომ მომდევნო წლებში Blizzard მთავარ აქცენტს Overwatch 2-ზე და Diablo 4-ზე გააკეთებს.

Warcraft Adventures: Lord of The Clans-ზე მუშაობა 1998 წელს შეწყდა

პირველად Diablo 4-ის შესახებ შარშანდელი წლის მიწურულს გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა Blizzcon-ზე გეიმერებმა დამაიმედებელი ვერაფერი შეიტყვეს. რაც შეეხება Overwatch 2-ს, როგორც ამბობენ, მასში PvE (მოთამაშე გარემოს წინააღმდეგ) ელემენტს დიდი ყურადღება მიექცევა.

კომენტარები

ბოლო ამბები