Thumbnail

ორი კომიკური გოლი ინგლისის კარში - ჰოლანდია ერთა ლიგის ფინალშია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰოლანდია 3:1 ინგლისი
  • 0:1 - მარკუს რაშფორდი (32/პენ), 1:1 - მატეი დე ლიხტი (73), 1:2 - კაილ უოკერი (98/ს.კ.), 1:3 - ქუინსი პრომესი (114)

გიმარაეშში გამართული ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, რონალდ კუმანის ჰოლანდიამ ინგლისი 3:1 დაამარცხა და კვირს პორტოში, გათამაშების ფინალში მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდება.

პირველ ტაიმში ოდნავი სათამაშო უპირატესობა ჰოლანდიელებს ჰქონდათ, თუმცა 32-ე წუთზე მატე დე ლიხტმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა - ჯერ ბურთი დაკარგა და შემდეგ საჯარიმოში მარკუს რაშფორდი წააქცია, რისთვისაც პენალტი დაინიშნა, რომელიც რაშფორდმავე გოლად აქცია.

0:1 - მარკუს რაშფორდი (32/პენ)

მარკუს რაშფორდის გოლი ჰოლანდიის კარში

მარკუს რაშფორდის გოლი ჰოლანდიის კარში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019

მეორე ნახევარში რაშფორდი საუთგეიტმა კეინით შეცვალა, ხოლო ჯეიდონ სანჩოს ნაცვლად ჯესი ლინგარდი გამოიყვანა. ცვლილებებმა თითქოს გაამართლა, ინგლისი უკეთ ათამშდა, თუმცა კუთხურის მოწოდებისას სიტიში უთამაშებელ ჯონ სტონუსს დე ლიხტი გაექცა და ჰოლანდიელმა ანგარიში გაათანაბრა.

სანჩოს თავური სილესენმა მოიგერია

აიაქსის კაპიტანმა შეცდომა გამოისყიდა, თუმცა სტოუნსის ანტი-გმირობა ამით არ დასრულებულა, დამატებითი ტაიმის 98-ე წუთზე ევერტონის ყოფილმა მცველმა საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, რასაც პრომესის აქტიურობა და შედეგად უოკერის შემთხვევითი ავტოგოლი მოჰყვა.

1:1 - მატეი დე ლიხტი (73)

მატიას დე ლიხტის გოლი ინგლისის ნაკრების კარში

მატიას დე ლიხტის გოლი ინგლისის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019

გოლის ეპიზოდამდე, მაგუაირმა საერთოდ საჯარიმოში დაკარგა ბურთი, თუმცა იმ მომენტში ინგლისი გადარჩა - ვან დაიკის გარდა დღეს მოედანზე მყოფმა ყველა ცენტრალურმა მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა.

ლინგარდის გოლი VAR-მა გააუქმა

ინგლისი ამ გოლის შემდეგ აირია, ამას ისიც დაემატა, რომ ჰარი კეინი აშაკარად ფორმიდან ამოვარდნილია და რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, დაახლოებით იგივე ვნახეთ დღეს პორტუგალიაშიც - დაკარგული სისწრაფე, დაგვიანება, ტექნიკური ჯარიმები მეტოქის ნახევარზე.

1:2 - კაილ უოკერი (98/ს.კ.)

ჰოლანდიამ ინგლისს დამატებით დროში გაუტანა - 2:1

ჰოლანდიამ ინგლისს დამატებით დროში გაუტანა - 2:1

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019

არეული ინგლისი დელე ალის შემოსვლამ კიდევ უფრო არია - დეკლან რაისის გასვლის შემდეგ (რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა) მის პოზიციაზე როს ბარკლიმ გადაიწია, რომელმაც დაახლოვებით წინა გოლის მსგავსად, უკან პასით მეტოქე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და აქაც ინგლისმა მორიგი უაზრო გოლი გაუშვა.

მატჩის ანტი-გმირი ჯონ სტოუნსი

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიამ მატჩი ორი კომიკური გოლით მოიგო, კუმანის გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა და მეორე ტაიმის 20 წუთიანი მონაკვეთის გარდა მეტწილად ჯობდა კიდეც მეტოქეს.

1:3 - ქუინსი პრომესი (114)

პრომესის გოლი ინგლისის ნაკრების კარში - 3:1

პრომესის გოლი ინგლისის ნაკრების კარში - 3:1

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები