Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალშია
  • ნოლემ ალექსანდერ ზვერევი სამ სეტში დაამარცხა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი როლან გაროსის ნახევარფინალშია! როგორც მოსალოდნელი იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფ ალექსანდერ ზვერევს საკმაოდ ადვილად, სამ სეტში მოუგო. დიდი სლემის ტურნირების 15-გზის გამარჯვებულმა გერმანელი 7:5, 6:2, 6:2 დაამარცხა.

ზვერევს ჯოკოვიჩთან, რომელსაც 2016 წლის შემდეგ მეორე კარიერული გრანდ სლემის შესრულება შეუძლია, თავისი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თუმცა ეს მხოლოდ პირველ სეტზე ითქმის, როდესაც ზვერევმა ნოლეს ბრეიკი აუღო. 2 საათისა 9 წუთის შემდეგ, სერბმა მეორე მატჩპოინტი გამოიყენა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე და მესამე სეტებში ნოლეს პრობლემები არ შეჰქმნია.

ჯოკოვიჩმა ზვერევს უპრობლემოდ მოუგო

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალური მატჩები პარასკევს გაიმართება. ჯოკოვიჩი მსოფლიოს მე-4 ჩოგან დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს, მეოთხედფინალში კარენ ხაჩანოვი ასევე სამ სეტში, 6:2, 6:4, 6:2 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალური დუელი კი დიდი საჩოგბურთო ზეიმია - როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები