Thumbnail
  • ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მატეის დე ლიხტი შეაქო
  • რონალდ კუმანის თქმით, 19 წლის მცველის მომავალი საიდუმლოა

მატეის დე ლიხტს გრანდიოზული სეზონი ჰქონდა და სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირი უნდა გახდეს. თუმცა, ამსტერდამის აიაქსის მეორე ვარსკვლავის, ფრენკი დე იონგისგან განსხვავებით, რომელიც ბარსელონაში გადავიდა, 19 წლის ცენტრალური მცველის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. დე ლიხტის შესახებ ახლა ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ილაპარაკა.

“დე ლიხტს მისი მომავლის შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრე. მისი მომავალი საიდუმლოა. მე მას ვუთხარი, რომ ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს. მისი მომდევნო ნაბიჯი კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ყველაზე მთავარია, რომ სადაც არ უნდა გააგრძელოს კარიერა, აუცილებლად მუდმივად უნდა თამაშობდეს. მხოლოდ ასე განვითარდება,” - განაცხადა კუმანმა ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ინგლისთან გასამართი მატჩის წინ.

ვირჯილ ვან დაიკი და მატეის დე ლიხტი

ცნობილია, რომ მატეის დე ლიხტისთვის ლივერპული, რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი იბრძვიან. “მისი ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ისე თამაშობს, თითქოს 25 წლის იყოს. ძალიან ჭკვიანი და უკვე უმაღლესი კლასის მცველია,” - დასძინა კუმანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები