Thumbnail
  • 📅 7 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V გიბრალტარი | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ მოუგო
  • პირველ მატჩში მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო, მეორეში - კახა ცხადაძე

7 ივნისს, საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ნაკრებს ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩში უმასპინძლებს. ეს ამ გუნდების მესამე დაპირისპირება იქნება. წინა ორი მატჩიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ფარგლებში გაიმართა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • ფრე
  • გიბრალტარი

ევრო 2016. შესარჩევი. 14 ოქტომბერი, 2014 წ.

გიბრალტარი 0:3 საქართველო

0:1 გელაშვილი (9), 0:2 ოქრიაშვილი (20), 0:3 კანკავა (69)

მაშ ასე: გიბრალტარი, რომელსაც ესპანეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს და რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს ოკუპირებული, უეფამ აღიარა და ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში თამაშის ნებაც მისცა. სხვა მეტოქეებთან ერთად, პირენეის ნახევარკუნძულზე კლდისპირა ერთი ციცქნა ტერიტორიის ეროვნულ გუნდს მეტოქედ თემურ ქეცბაიას ნაკრებიც შეხვდა.

გიბრალტარი ევროპის ჩემპიონატზე კი ჩართეს, მაგრამ მაშინ შინ თამაშის უფლება ბრიტანეთის პროტექტორატს არ ჰქონდა. საქართველოს ნაკრები Estádio Do Algarv-ზე, პორტუგალიაში დაუპირისპირდა დებიუტანტს და 3:0 მოუგო.

თემურ ქეცბაიამ გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა - კარში გიორგი ლორია, დაცვის ფლანგებზე უჩა ლობჟანიძე და გია გრიგალავა იდგნენ, დაცვის ცენტრში - საბა კვერკველია და აკაკი ხუბუტია. ნახევარდაცვის ცენტრში ირაკლი ძარია და ჯაბა კანკავა თამაშობდნენ, ფლანგებზე - თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურუა, შუაში ჯანო ანანიძე და წინ, შეტევაში, ნიკოლოზ გელაშვილი. მეორე ტაიმში გიორგი პაპუნაშვილი, ლადო დვალიშვილი და ავთო ებრალიძე გამოჩდნენ. პორტუგალიაში მოთამაშე ებრალიძისთვის ეს პირველი სანაკრებო მატჩი იყო.

0:1 გელაშვილი (9) 

უკვე მე-9 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჭანტურიამ გელაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მაშინ ალბანური ფლამურტარის ფორვარდმაც ანგარიში გახსნა. ეს გელაშვილის პირველი და უკანასკნელი სანაკრებო გოლი იყო (24 მატჩი). 

0:2 ოქრიაშვილი (20) 

მე-20 წუთზე ჯანო ანანიძემ კარგად მოძებნა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა.

0:3 კანკავა (69) 

69-ე წუთზე კანკავამ კვერკველიას პასით ქეცბაიას გუნდის მესამე გოლი გაიტანა, ჯაბამ მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.

ამის შემდეგ, გიბრალტარმაც გაიტანა, მაგრამ ავსტრიელმა რეფერი ლეხნერმა შეცდომით გოლი გააუქმა და ამით გიბრალტარელებს ისტორიული პირველი გოლი წაართვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობა თითქმის 70% ჰქონდა, ქართველმა გულშემატკივრებმა ნაკრების თამაში არ მოიწონეს და მოყვარულთა წინააღმდეგ გუნდის გამოსვლა უარყოფითად შეაფასეს.

ევრო 2016. შესარჩევი. 8 ოქტომბერი, 2015 წ.

საქართველო 4:0 გიბრალტარი

1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35-პენ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამ გუნდებმა უკვე "დინამო არენაზე" ითამაშეს. ნაკრებს უკვე სხვა მწვრთნელი ჰაყვდა - 2014 წლის ნოემბერში, პოლონეთთან 0:4 წაგების შემდეგ, ქეცბაიას წასვლა მოუწია და გუნდი კახა ცხადაძემ ჩაიბარა, რომელმაც სტარტი მალტასთან ამხანაგური მატჩის მოგებით აიღო 2015 წლის მარტში. ამის შემდეგ იყო ზედიზედ სამი მარცხი და გამარჯვება შოტლანდიასთან - სექტემვერში ვაკო ყაზაიშვილის გოლით ცხადაძის გუნდმა სამი ქულა ჩაიწერა. შემდეგ ნაკრებმა დუბლინში მინიმალურად წააგო.

მათე ვაწაძემ ნაკრებში დუბლი მხოლოდ ერთხელ შეასრულა

გიბრალტართან თამაშის წინ, შესარჩევში სულ ორი მატჩი რჩებოდა, ამ შეხვედრის შემდეგ გერმანიასთან გასვლა გველოდა (რომელიც გუნდმა 1:2 დათმო). 

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები სახარბიელო არც ცხადაძის გუნდს ჰქონდა (თუნდაც 0:4 პოლონეთთან სტუმრად), გულშემატკივართა ნაწილი შედარებით კმაყოფილი იყო გუნდის თამაშის სტილით, ნაკრები უფრო შემტევი გახდა. ცხადაძემ საკადრო ცვილელებსაც მიმართა.

გიბრალტართან მწვრთნელმა კარში ნუკრი რევიშვილი დააყენა. ცხადაძემ სამი ცენტრალური მცველით ითამაშა - გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრგილავა. ფლანგებზე იყვნენ ოთარ კაკაბაძე და სანდო კობახიძე, შუაში ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა, ფორვარდ მათე ვაწაძეს კი ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ეხმარებოდნენ.

შეცვლაზე გუგა ფალავანდიშვილმა, ნიკა ძალამიძემ და ბაჩანა ცხადაძემ ითამაშეს. კაკაბაძეს და ფალავანდიშვილს დებიუტი ჰქონდათ. ამ უკანასკნელს ნაკრებში მეტი არ უთამაშია, კაკაბაძე კი ეროვნული გუნდის ლამის შეუცვლელი წევრი გახდა.

1:0 ვაწაძე (30) 

30-ე წუთზე კვეკვესკირმა ვაწაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ფორვარდმაც ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში ოქრიაშვილმა პენალტით ორამდე გაზარდა საქართველოს უპირატესობა.

3:0 ვაწაძე (45) 

ტაიმის ბოლოს, ვაწაძემ კობახიძეს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და დუბლი შეასრულა. ვაწაძემ ნაკრებში სულ 3 გოლი გაიტანა. ასე რომ ეს მისი ერთადერთი დუბლია ეროვნულ გუნდში.

4:0 ყაზაიშვილი (87) 

მეორე ტაიმში ვაკომ შორეული დარტყმით გამოიჩინა თავი. ცხადაძე, როგორც შედეგით, ისე თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა.

თორნიკე ოქრიაშვილმა გიბრალტარს ორივე მატჩში გაუტანა

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი 10 მატჩიდან 9 ქულით დაასრულა და აქედან 6 ქულა გუნდმა გიბრალტარის ნაკრებთან მოიპოვა.

📋 მეტი ამ თემაზე:

 

იცოდი?

გიბრალტარი სტუმრად ბოლო 13 მატჩიდან 10-ში, სულ ცოტა, 4 გოლს უშვებდა. ელოდები 3,5-ზე მეტ გოლს?

კომენტარები

ბოლო ამბები