Thumbnail
  • საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული დამარცხდა
  • სიმონა ჰალეპმა 10 წლით უმცროს ამანდა ანისიმოვასთან ორ სეტში წააგო

კიდევ ერთი დიდი სენსაცია საფრანგეთის ღია პირველობაზე ქალთა შორის: როლან გაროსის შარშანდელი გამარჯვებული სიმონა ჰალეპი ტურნირს, ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში გამოეთიშა!

ამანდა ანისიმოვა როლან გაროსის ნახევარფინალშია

27 წლის რუმინელი უკანასკნელი ტოპ-ჩოგბურთელი იყო, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობაზე შემორჩა და მეოთხედინალში მანაც სენსაციური მარცხი განიცადა - 10 წლით უმცროსმა ამერიკელმა ამანდა ანისიმოვამ ჰალეპი ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩი მხოლოდ 68 წუთი გაგრძელდა!

განუთესავი ანისიმოვა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 51-ე ადგილზეა, ნახევარფინალში, პარასკევს, ავსტრალიელ ეშლი ბარტის შეხვდება, რომელმაც მესამე წრეში ანდრეა პეტკოვიჩი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბარტიც პირველადაა დიდი სლემის ნახევარფინალში! მსოფლიოს მერვე ჩოგანმა მეოთხედფინალში მედისონ კისი დაამარცხა (6:3, 7:5), რომელიც შარშან როლან გაროსის ნახევარფინალში იყო. საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალში ბრიტანელი იოჰანა კონტა ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვას ეთამაშება.

17 წლის ამანდა ანისიმოვა წარმოშობით რუსია, ნიუ ჯერსიში დაიბადა და პირველი მოთამაშეა, რომელიც 2000-იანი წლების თაობიდან ნახევარფინალში გააღწია. აღსანიშნავია, რომ მან ეს სეტის წაუგებლად გააკეთა!

ჰალეპის გავარდნის შემდეგ, ტურნირზე შემორჩენილი ქალი ჩოგბურთელებიდან რეიტინგში ყველაზე წინ ბარტია - იგი მსოფლიოს მე-8 ჩოგანია!

კომენტარები

ბოლო ამბები