Thumbnail
  • სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო
  • ვიტ ჯორჯიას 6 ქულა დააკლდა და 50 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელზეც გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მუხლით, თბილისის ვიტ ჯორჯიას 5 მოთამაშეს ბრალი წაუყენეს და დააკავეს.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის ვიტ ჯორჯიას ხუთ მოთამაშეს: გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძეს და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის გურიას ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) და ჭიათურის ერთი ფეხბურთელის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები