Thumbnail
  • ქართველმა ძალოსანმა ატაცში ვერცხლი, ხოლო აკვრაში ოქრო მოიგო
  • ირაკლი ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ჩემპიონატი 371 კილოგრამით მოიგო

საქართველოს ახალგაზრდა ძალოსანთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული. აჩი მალაყმაძის ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ფიჯიში ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 162 კგ და 167 კგ დააფიქსირა - ამ შედეგით მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩხეიძემ აკვრაში 199 კგ და 204 კგ დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამი დააგროვა, რაც მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ირაკლიმ ბელორუს არლიონაკს ერთი კილოგრამით აჯობა. საქართველოს ნაკრებს ფიჯიში 4 მედალი დაუგროვდა - აჩი მალაყმაძის ბრინჯაო, ირაკლი ჩხეიძის 2 ოქრო და ერთი ვერცხლი.

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე 4 სხვადასხვა ხარისხის მედალია....

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები