Thumbnail

'ლივერპულს ვირჩევ' - როგორ ამწარებს მატეო მესი მამას და ძმას

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მატეო მესი მამისა და ძმის გაბრაზებას მარტივად ახერხებს
  • მატეო რეალის გოლებს აღნიშნავს და სულ მამის წინააღმდეგაა

კოპა ამერიკის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიონელ მესიმ TyC Sports-თან ისაუბრა და მისი მეორე შვილის, მატეო მესის საქციელზე ყურადღება გაამახვილა. 4 წლის მატეო მამისა და ძმის გაბრაზებას მარტივად ახერხებს. ის ბევრ გუნდს ქომაგობს, აღნიშნავს რეალის გოლებს და დასცინის მამას, როდესაც ბარსელონა აგებს.

"მატეო სხვა გუნდების მაისურებს იცვამს. ამასწინათ ფლეისთეიშენს ვთამაშობდით და მითხრა, რომ ლივერპულს ირჩევდა, რადგანაც ამ გუნდმა დამამარცხა. ჯერ ბევრი არ ესმის და კარგად ვერ აანალიიზებს, რას ამბობს. მაგალითად, როდესაც ვალენსიასთან წავაგეთ, მითხრა, რომ ვალენსიამაც მომიგო. გარდა ამისა, რეალის გოლებს აღნიშნავს, რათა ტიაგო გააბრაზოს", - განაცხადა მესიმ TyC Sports-თან ინტერვიუში.

ლიონელ მესის სამი შვილი ჰყავს: ტიაგო, მატეო და ჩირო. არგენტინელი ფეხბურთელი კოპა ამერიკისთვის ემზადება, სადაც მისი ნაკრების პირველი მეტოქე კოლუმბია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები