Thumbnail

ინგლისელი ფანების შეტაკება პოლიციასთან - სამარცხვინო სცენები ნახევარფინალის წინ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

"გუნდის შემარცხვენლები" - ასე უწოდა ინგლისის ფეხებურთის ასოციაციამ გულშემატკივრებს, რომლებმაც პორტოში ოთხშაბათ საღამოს არეულობა გამოიწვიეს.

ინგლისის ნაკრები პორტუგალიას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის სათამაშოდ ეწვია, სადაც საუთგეიტის გუნდი დღეს გიმარაეშში ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა პორტოს თავისუფლების მოედანზე მოხდა, სადაც რონალდოს გოლით გახარებულმა პორტუგალიის გულშემატკივარმა ჰაერში ლუდის ჭიქა ისროლა...

რასაც ინგლისელების არაადეკვატური პასუხი მოჰყვა - მათ ადგილობრივებს ლუდის ბოთლები დაუშინეს, ოდნავ მოგვიანებით კი პოლიციის კორდონებსაც.

კომენტარები

ბოლო ამბები