Thumbnail

ნეიმარისა და ნაჟილას ინტიმური ვიდეო და გაუპატიურების საქმის დეტალები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელს ქალის გაუპატიურებას აბრალებენ 
  • ინტერნეტში ნეიმარისა და ნაჟილა ტრინდადის ურთიერთობის კადრები გავრცელდა
  • მოდელმა, რომელიც ნეიმარს ამხელს, ინტიმური კავშირის დეტალებზე ღიად ისაუბრა

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის, ნეიმარისა და მოდელის, ნაჟილა ტრინდადის ინტიმური ურთიერთობიდან ეპიზოდია აღბეჭდილი.

ვიდეორგოლში, რომელიც ტვიტერში Tina #LecoNão-ს გვერდზე გამოქვენდა და დაახლოებით ერთ წუთს გრძელდება, ჩანს, რომ ფეხბურთელი საწოლზე წვება, გოგონა კი მის გვერდით იკავებს ადგილს და სავარაუდოდ, ხელს ურტყამს. ნეიმარი ყვირის: "არა, არა". ხანმოკლე დიალოგის შემდეგ, გოგონა საწოლიდან დგება და ნეიმარს ხელს რამდენჯერმე ურტყამს და ყვირის: "ახლა გცემ და იცი, რატომ? იმიტომ, რომ გუშინ ტკივილი მომაყენე და აქ მარტო დამტოვე".

ნაჟილა ტრინდადი ნეიმარს ბრალს  გაუპატიურებაში სდებს 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოგონამ ბრაზილიელი ფორვარდი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და სან პაულუს პოლიციაში იჩივლა. ნაჟილას თქმით, ნეიმარმა მასზე 15 მაისს, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში იძალადა.

სქესობრივი კავშირის ფაქტს არ უარყოფს ნეიმარი, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი ორმხრივი სურვილით მოხდა და მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბრაზილიელი ფეხბურთელისა და მისი წარმომადგენლების თქმით, გოგონა ჟანტაჟით თანხის გამოძალვას ცდილობს.

ახლახან ნაჟილა ტრინდადიმ ნეიმართან ურთიერთობის დეტალებზე ტელეეთერში ღიად ისაუბრა:

"ნეიმარს ისე ველაპარაკებოდი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. მას ჩემთან ურთიერთობის დიდი სურვილი ჰქონდა და მკითხა, როდის შევძლებდი მასთან მისვლას. ვუპასუხე, რომ სტუმრობას ფინანსური პრობლემებისა და სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ყველა პრობლემას მომიგვარებდა. მასთან შეხვედრა მეც ძალიან მსურდა.

სასტუმროში ნეიმარი ძალიან აგრესიულად იქცეოდა და სულ არ გავდა იმ ადამიანს, რომელსაც ვიცნობდი. დამიწყო კოცნა, გახდა და თავიდან ეს მომწონდა კიდეც, მაგრამ შემდეგ უხეშობაზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ მას თან პრეზერვატივი არ ჰქონდა და ვუთხარი, რომ ასე არ გამოვიდოდა. მაგრამ ის არ გაჩერდა. ტკივილი ვიგრძენი და ხმამაღლა ვუთხარი: "გეყოფა, მტკივა", მან კი მიპასუხა: "მაპატიე, ლამაზო".

ის არ გაჩერდა და არც ჩემს ყვირილზე რეაგირებდა. მან ძალა გამოიყენა, დამარტყა, მე კი შოკში ვიყავი. მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რაც მოხდა.

მინდა, რომ მან ამ ქმედებისთვის პასუხი აგოს. ჩემთვის ეს ფულის საკითხი არაა. ფული რომ მინდოდეს, უფრო მარტივ გზას გამოვიყენებდი", - თქვა ტრინდადიმ ტელეარხ SBT-ისთან ინტერვიუში.

ნეიმარს პრობლემები არც მოედანზე ელევა და არც მის მიღმა

ბრაზილიის ნაკრების და პარი სენ-ჟერნემის 27 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც ახლახან ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდს კოპა ამერიკაზე ვეღარ დაეხმარება, გაუპატიურების ბრალდების საქმეზე ჩვენება მომავალ კვირაში უნდა მისცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები