Thumbnail

‘მუცელში პატარა ლუიჯი ჰყავს!’ - ვიერის ღიპი ინსტაგრამზე პოპულარულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა კრისტიან ვიერი უკვე 45 წლისაა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ვეღარ არის ისეთ ფიზიკურ ფორმაში, როგორც მაშინ, როცა ბომბარდირობდა, მაგრამ ამის გამო არ დარდობს. პირიქით, ‘ბობო’ თავისი ღიპის გამო მუდმივად ხუმრობს და საერთოდ, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია და ყოველთვის იუმორით გამოირჩევა.

ვიერიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ცნობილი იტალიელი კომიკოსი ანდრეა პუჩი მის ღიპზე ხუმრობს. ‘ბობო’ 45 წლის ასაკში მამა ხდება.

‘რა უნდა დაარქვა შვილს?’ - ეკითხება კომიკოსი ვიერის ვიდეოში.

‘ლუიჯი!’ - პასუხობს ბობო.

‘მე 54 წლის ვარ, ეს 45-ისაა და მუცელში პატარა ლუიჯი ჰყავს,’ - ამბობს ანდრეა პუჩი.

📺 ვიდეოს უკვე მილიონამდე ნახვა აქვს.

View this post on Instagram

Ragazzi grande esclusiva 🤗 @puccirealofficial

A post shared by Christian Vieri (@christianvieriofficial) on

კომენტარები

ბოლო ამბები