Thumbnail
  • ბელგიელში რეალმა €100 მილიონი ევრო გადაიხადა
  • აზარი რეალის უკვე მესამე შენაძენია - მილიტაოს და იოვიჩის შემდეგ...

ედენ აზარი მადრიდის რეალის ფეხბურთელია, კლუბმა ჩელსისთან სატრანსფერო თანხა შეათანხმა, რაც დაახლოებით €100 (£88.5) მილიონ ევროს და პლუს დამატებით ბონუს ხარჯებს შეიცავს.

28 წლის ნახევარმცველმა ბაქოშო მოგებული ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ განაცხადა "ვიქრობ ეს დასასრულია, მაგრამ ფეხბურთში ამის თქმა ცოტა რთულია." აზარის ტრანსფერს როგორც გარდიანი იუწყება კლუბები რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაადასტურებენ.

ბელგიელი დასავლეთ ლონდონს 7 წარმატებული სეზონის შემდეგ დატოვებს, სადაც მან 2 პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და 2 ევროპის ლიგა მოიგო. კლუბს სავარაუდოდ ასევე დამეშვიდოებება მთავარი მწვრთნელი - მაურისიო სარი, რომელსაც იუვენტუსში წასვლა სურს.

აზარს ჩელსისთან 1 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი. მან სხვა ინგლისურ კლუბში წასვლა ფინალის წინ ინტერვიუში გამორიცხა "შანსი არ არის, მე ლურჯი ვარ! ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ინგლისში სხვა გუნდის მაისურით არასოდეს ვითამაშებ" - ამბობდა აზარი.

კომენტარები

ბოლო ამბები