Thumbnail
  • პორტუგალია 3:1 შვეიცარია
  • კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკი

პორტუგალიაში ერთა ლიგის პირველი გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარიას 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. მატჩის გმირი კრიშტიანო რონალდო იყო, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა.

პორტუგალია 3:1 შვეიცარია • პორტუგალია ერთა ლიგის ფინალშია

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019

კრიშტიანომ 25-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ შვეიცარიელებმა 57-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს. 88-ე წუთზე ბერნარდო სილვა მარჯვნიდან შეიჭრა შვეიცარიელთა საჯარიმოში და რონალდოს გაატანინა.

ორ წუთშე კონტრშეტევაზე რონალდომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად ასისტენტობა შეცვლაზე შესულმა გონსალო გედეშმა იტვირთა. 

პორტუგალიის ნაკრები ფინალშია და ჰოლანდია-ინგლისის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. შვეიცარია კი მე-3 ადგილისთვის მატჩში ამ წყვილიდან წაგებულს შეხვდება. 

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგა ისტორიაში პირველად ტარდება. A ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები ოთხთა ფინალში გავიდნენ. საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა, ჯგუფი მოიგო და ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში C-ში იასპარეზებს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 53-ე ჰეთ თრიკი შეასრულა.

⚽ ეს რონალდოს მე-7 ჰეთ თრიკია პორტუგალიის ნაკრების მაისურით.

⚽ კრიშტიანომ უკვე 38-ე ნაკრებს გაუტანა კარიერაში. 

⚽ კრიშტიანომ ზედიზედ 10 ტურნირში გაიტანა სანაკრებო დონეზე ბოლო 15 წელში.

⚽ 34 წლის რონალდოს ბოლო ჰეთ თრიკი მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. 

პორტუგალია 3:1 შვეიცარია

გოლები: 1:0 რონალდო (25), 1:1 როდრიგესი (57-პენ), 2:1 რონალდო (88), 3:1 რონალდო (90)

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სემედუ, პეპე (63. ჟოზე ფონტე), რ. დიასი, გერეირო - ფერნანდეში (91. ჟოაო მოუტინიო), ვ. კარვალიო, ნევეში, ბერნარდო სილვა - ჟოაო ფელიქსი (70. გედეში), რონალდო

შვეიცარია (4-4-1-1): ზომერი - მბაბუ, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ზაკარია (71. ფერნანდეში), ჯაკა, ფროილერი (89. დრმიჩი), ცუბერი (83. შტეფენი) - შაჩირი - სეფეროვიჩი  

კომენტარები

ბოლო ამბები