Thumbnail

2 ოქროს მედალი ესპანეთში - ჩხიკვაძე და შოთაძე ევროპის ჩემპიონები არიან!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • წარმატებული დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის
  • 2 ოქროს მედალი ბერძნულ-რომაული ნაკრების აქტივში

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული დღე იყო. ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ფალავანი გავიდა: დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ.), გიორგი შოთაძე (67 კგ.) და კოკა ღარიბაძე (97 კგ.).

დიეგო ჩხიკვაძე ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ალიზადა 8:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. დიეგომ მთელი ტურნირი ბრწყინვალედ იარა და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მეტოქე უშანსოდ დატოვა.

დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია!

დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) ევროპის ჩემპიონია.

დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) ევროპის ჩემპიონია 🇬🇪🆒🏆☝🥇 გადამწვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ალიზადა 8-3 დაამარცხა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019

კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს გიორგი შოთაძემ მოუტანა, რომელმაც ფინალშიც კიფდევ უფრო დიდი უპირატესობით, 9:0 დაამარცხა მეტოქე, კერძოდ კი სომეხი მელიქიანი. აღსანიშნავია, რომ შოთაძემ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

გიორგი შოთაძე ევროპის ჩემპიონია!

გიორგი შოთაძემ (67 კგ) აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო სომეხ მელიქიანს

გიორგი შოთაძემ (67 კგ) აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო სომეხ მელიქიანს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ ამჯერად ახალგაზრდებში მოიპოვა 🇬🇪🆒🏆☝🥇💪 2016, 2017 წლებში შოთაძე ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში გახდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები