Thumbnail
  • 41 წლის ჯიჯი ბუფონმა პსჟ-ს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა
  • ჯიჯი სამშობლოში ბრუნდება

ეთწლიანი პარიზული კარიერის შემდეგ პსჟ-ს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, 41 წლის ჯანლუიჯი ბუფონი დაშორდა. პარიზულმა კლუბმა გამოაცხადა, რომ ვეტერან გოლკიპერს ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, რაზეც ბუფონმა უარი განაცხადა. გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც კი მისი კონტრაქტის ვადა ამოიწურება (30 ივნისს) ბუფონი პსჟ-ს რიგებს დატოვებს.  

გასულ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენმა ბუფონი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. თომას ტუხელის გუნდში ბუფონმა სეზონში სულ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მართალია, პსჟ-მ იოლად მოიგო ლიგა 1, მაგრამ ის წარუმატებელი იყო საფრანგეთის თასზე და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაზე. 

"მადლობა ყველას ყველაფრისთვის, მადლობა იმ გამოცდილებისთვის, რაც პარიზში მივიღე. მადლობა იმ საერთო ემოციებისთვის, რაც ამ სეზონში განვიცადეთ", - განაცხადა ბუფონმა - "პსჟ-მ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელსაც არ დავეთანხმე. ამის მიზეზი ისაა, რომ მინსა, საკუთარი მომავალი თავადვე განვსაზღვრო და ახალ-ახალი გამოცდილება მივიღო პროფესიულ კარიერაში". 

"12 თვის წინათ, პარიზში ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოვედი და აქ დიდი სითბო ვიგრძენი. ეს ყველაფერი ძალზე ემოციური იყო ჩემთვის. მთელი გულით გიხდით ამისთვის მადლობას. აქაურმა გამოცდილებამ უდაოდ, ბევრი შემმატა. დღეს ჩემი თავგადასავალი იტალიის საზღვრებს გარეთ სრულდება. ერნესტ ჰემინგუეიმ დაწერა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ - სახლში და პარიზში. ეს გამონათქვამი ჩემზეც ზედგამოჭრილია - Allez Paris! მადლობა და წარმატება ყველაფერში", - განაცხადა ბუფონმა. 

View this post on Instagram

🇮🇹 Ernest Hemingway ha scritto che “ci sono solo due posti al mondo dove possiamo vivere felicemente: a casa e a Parigi”. Da oggi per me queste due cose un po’ coincideranno. Parigi, a suo modo, sarà per sempre anche un po’ casa. Grazie per ciò che ho avuto la possibilità di vivere. Grazie per l’accoglienza, le emozioni e le fatiche vissute assieme. Uno vicino all’altro. Compagni di lavoro, di squadra e di viaggio. 12 mesi fa sono arrivato pieno di entusiasmo, accolto dall’incredibile calore dei tifosi. Mi avete commosso. Grazie ancora con tutto il cuore. Riparto più ricco e soddisfatto di un’esperienza che mi ha certamente migliorato e fatto crescere ulteriormente. Oggi si conclude questa mia avventura fuori dall’Italia: il @psg mi ha proposto un rinnovo di contratto che non mi sono sentito di accettare spinto dal desiderio di prepararmi a nuove esperienze umane e nuove sfide professionali. Ringrazio il Presidente Nasser, i dirigenti e tutti i miei compagni di squadra che mi hanno regalato tanti giorni di spensierata giovinezza. Vi auguro il meglio convinto che continuerete a scrivere insieme le pagine di questa importante storia. Allez Paris! Merci e bonne chance pour tout! 🇫🇷 Ernest Hemingway écrit qu’il n’y a que deux endroits au monde où l’on puisse vivre heureux : chez soi et à Paris. Depuis aujourd’hui, ça vaudra pour moi aussi. Paris, en quelque manière, sera toujours un peu chez moi. Merci pour tout ce que j’ai eu la possibilité de vivre. Merci pour l’accueil, les émotions et les fatigues éprouvées ensemble. L’un à côté de l’autre. Compagnons de travail, d’équipe et de voyage. Il y a 12 mois j’arrivais plein d’enthousiasme, accueilli par l’incroyable chaleur des supporters. C’était vraiment émouvant. Merci, encore une fois, de tout mon cœur. Je repars enrichi et satisfait par une expérience qui sans doute m’a amélioré et m’a fait croître. Aujourd’hui se termine mon aventure hors de l’Italie : le Paris Saint-Germain m’a proposé de renouveler mon contrat mais je ne me suis pas senti d’accepter, poussé par le désir d’affronter des nouvelles expériences...

A post shared by Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) on

ბუფონი პარმას აღზრდილია, სადაც 1995 წლამდე თამაშობდა. შემდეგ იყო 17-წლიანი კარიერა იუვენტუსში, რომელიც გასულ ზაფხულს დასრულდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბუფონმა 176 მატჩი ითამაშა. ჯიჯი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები