Thumbnail

ვისთან გამართავს ლივერპული ზაფხულის ტესტ-მატჩებს? კალენდარი ცნობილია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ამერიკის ტურნე, ლიონთან მატჩი და აგვისტოს სუპერთასები
  • ლივერპული მოსამზადებელ ეტაპს ჟენევაში ლიონთა მატჩით დაიწყებს...

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი - იურგენ კლოპის ლივერპული საწვრთნელ პროცესს ივლისის დასაწყისში განაახლებს, თუმცა მერსისაიდელებს მომდევნო თვის პირველ კვირას აფრიკის თასზე მოთამაშე მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე დააკლდებათ, ასევე კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული ალისონ ბეკერი და რობერტო ფირმინო.

ლივერპული შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩს ჟენევაში ლიონის წინააღმდეგ ჩაატარებს, შემდეგ ტრადიციულად სამშობლოში მეზობელ ტრანმერ როვერსს ეთამაშება, ხოლო ამერიკის ტურნეს დაწყებამდე ბრედფორდს გასვლაზე დაუპირისპირდება.

ჟენევა (შეკრება): ლიონი

ინგლისი (შეკრება): ტრანმერ როვერსი, ბრედფორდი

აშშ (ტურნე): დორტმუნდის ბორუსია, სევილია, სპორტინგი

3 აგვისტო (ქომუნითი შილდი): მანჩესტერ სიტი

14 აგვისტო (უეფას სუპერ თასი): ჩელსი

ამერიკის ტურნეს ფარგლებში ლივერპული ინდიანაში დორტმუნდის ბორუსიას ესპარინგება, ბოსტონში სევილიას, ხოლო ნიუ იორკში ლისაბონის სპორტინგს. ბოსტონში წითლები ფენევი ჯგუფის (ლივეპრულის საკონტროლო პაკეტის მფლობელი) საკუთრებაზე ფენევეი პარკზე ითამაშებს.

ლივერპულშ დაბრუნებული კლოპი, 3 აგვისტოს უემბლიზე გვარდიოლასთან ქომუნითი შილდს (იგივე ინგლისის სუპერთასი) გაითამაშებს და სეზონიც ოფიციალურად ამ მატჩით დაიწყება. ხოლო 14 აგვისტოს ისტანბულში ჩელსისთან უეფას სუპერ თასის მატჩია ჩანიშნული.

კომენტარები

ბოლო ამბები