Thumbnail
  • დემარკუს კაზინსისთვის სეზონი დამთავრებულია.
  • პელიკანსის ცენტრს ოლ სტარზე პოლ ჯორჯი შეცვლის.

ოკლაჰომას მძიმე ფორვარდი პოლ ჯორჯი ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობას მაინც მიიღებს! 27 წლის ჯორჯი ოლ სტარზე ნიუ ორლეანს პელიკანსის ცენტრ დემარკუს კაზინსს შეცვლის, რომელმაც ჰიუსტონთან შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

ჰიუსტონთან 115:113 მოგებულ შეხვედრაში კაზინსმა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლაში იბრძოლა და ისე, რომ არავინ შეხებია მძიმე ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, MRI ტესტირებამ ყველაზე ცუდი პროგნოზი გაამართლა - მყესი მთლიანად ჩაწყვეტილია და კაზინსი გუნდს მინიმუმ სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

პოლ ჯორჯმა ოლ სტარის რეზერვისტებშიც კი ვერ მოხვდა, რის გამოც მისმა თანაგუნდელმა რასელ ვესტბრუკმა ყველა და ყველაფერი გააკრიტიკა. ახლა კი გადაწყდა, რომ ჯორჯი ყველა ვარსკლავის მატჩში მაინც ითამაშებს - ის ლებრონ ჯეიმსის გუნდში კაზინსის ადგილს დაიკავებს.

“რა თქმა უნდა, მერჩივნა, რომ ეს საგზური ჩვეულებრივი გზით მომეპოვებინა. კაზინსის ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბედნიერი ვარ,” - განაცხადა პოლ ჯორჯმა.

► NBA ALL STAR | ლებრონმა და კარიმ გუნდები აირჩიეს, ირვინგი და დურანტი ჯეიმსთან!

► ვისგან და რამდენი ხმა მიიღო ზაზა ფაჩულიამ NBA ALL STAR-ის გამოკითხვაში

► წამოვწვები და შევხედავ, როგორ მასხარაობენ - ზაზა ფაჩულია NBA-ს ოლ სტარზე

როდესაც ოლ სტარის მონაწილე კალათბურთელი ტრავმას იღებს, მისი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილებას კომისიონერი ადამ სილვერი იღებს. მან ჯორჯი იმიტომ აირჩია, რომ ამ უკანასკნელმა მწვრთნელებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღომ იმ კალათბურთელებს შორის, რომლებიც დასავლეთ კონფერენციიდან რეზერვისტებშიც ვერ მოხვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები