Thumbnail
  • ჰოლანდიური მედია გიორგი აბურჯანიას სავარაუდო ტრანსფერზე
  • ტედ ვან ლივენი ქართველ ნახევარმცველს კარგად იცნობს

ჰოლანდიური წყაროები ირწმუნებიან, რომ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ტვენტეში გადადის. ტვენტეს სპორტული დირექტორი ტედ ვან ლივენია. ჰოლანდიელი კვიპროსული ანორთოსისის სპორტული დირექტორი იყო, როცა ქართველი ფეხბურთელი ანორთოსისში თამაშობდა. 

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია სევილიას საკუთრებაა და ლა ლიგა 2-ის ლუგოში იჯარის წესით თამაშობს. ამ სეზონში აბურჯანიამ 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური რჩება, თუმცა ლუგომ ადგილი შეინარჩუნა და ტურნირს მე-18 ადგილზე დაასრულებს (42 ქულა). 

ტვენტეს კარგი ურთიერთობა აქვს სევილიასთან, გასულ სეზონში ჰოლანდიურმა კლუბმა ანდალუსიელებისგან კრისტიან გონსალესი ინათხოვრა. აბურჯანია 2020 წლის ივნისის ჩათვლით სევილიას ეკუთვნის. ტვენტე ჰოლანდიური ელიტას მას მერე დაუბრუნდა, რაც ეერსტე დივიზიე დიდი უპირატესობით მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2003-06 წლებში ტვენტეს ღირსებას გიორგი გახოკიძე იცავდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები