Thumbnail

ფიორენტინა იაფად! ფლორენციულ კლუბს ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სულ მალე ფლორენციული კლუბის მფლობელი როკო კომისო გახდება
  • 69 წლის ამერიკელ ბიზნესმენს ფიორენტინა 170 მილიონი ევრო უჯდება

იტალიური წარმომავლობის ამერიკელი ბიზნესმენი როკო კომისო ფლორენციული ფიორენტინას შეძენას აპირებს და როგორც იტალიური მედია იუწყება, მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. წყაროს ცნობით, კომისოს სერია A-ს კლუბის შეძენა 170 მილიონი ევრო დაუჯდება. 

69 წლის ბიზნესმენმა ფლორენციული კლუბის ამჟამინდელ მფლობელებთან, ძმებ დელა ვალეებთან პრინციპულ შეთამხმებას მიაღწია და გარიგებაზე წერტილის დასასმელად მხარეებს მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარება სჭირდებათ. დოკუმენტებზე ხელმოწერა უახლოეს დღეებში იგეგმება. 

არენა არტემიო ფრანკიზე რეკონსტრუქცია დიდი ხანია ჩასატარებელია

როკო კომისო იტალიაში დაიბადა, 12 წლის ასაკიდან კი აშშ-ში გადაბარგდა. ამჟამად ბიზნესმენი ნიუ იორკ კოსმოსს ფლობს, რომელიც ფეხბურთის ჩრდილოამერიკულ ლიგაში (NASL) გამოდის. 

გასულ სეზონში ფიორენტინამ სერია A-ში მე-16 ადგილი დაიკავა და გავარდნილ ემპოლის სულ 3 ქულით აჯობა. 

ცნობილია, რომ 2018 წელს როკო კომისო მილანის შეძენას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები