Thumbnail

'კორუფცია მე დავამარცხე!' - ჯანი ინფანტინო ფიფას 2023 წლამდე უხელმძღვანელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად ისევ აირჩიეს
  • შვეიცარიელი მსოფლიო ფეხბურთს 2023 წლამდე უხელმძღვანელებს

ჯანი ინფანტინოს კონკურენტი არ ჰყავდა, რის გამოც ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენა, ფაქტობრივად, წინასწარ იყო გადაწყვეტილი. რიგით 69-ე კონგრესზე მოლოდინი გამართლდა - 49 წლის შვეიცარიელი ფიფას 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

ინფანტინომ ბლატერი 2016 წელს შეცვალა

“დიახ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ შეცდომები დავუშვით, მე დავუშვი შეცდომები!” - განაცხადა ინფანტინომ სიტყვით გამოსვლისას, - “მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანმა შეცდომებზე უნდა ისწავლოს და შეეცადოს, რომ ყველაფერი უკეთ გააკეთოს. გასული 3 წლისა და 4 თვის განმავლობაში, ეს მოწამლული, თითქმის კრიმინალური ორგანიზაცია გადაიქცა ისეთად, როგორიც უნდა იყოს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთზე ზრუნავს, ანვითარებს მას.”

ინფანტინოს თქმით, ფიფასთან დაკავშირებით საუბრისას ახლა აღარავინ ახსენებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა კრიზისი, სკანდალები ან კორუფცია. შეგახსენებთ, რომ ჯანი ინფანტინო 2009-დან 2016 წლამდე უეფას გენერალური მდივანი იყო, 2016 წლის თებერვალში კი მან ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპ ბლატერი შეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები