Thumbnail

'მე მოგიტანთ ტიტულებს' - მარადონა მანჩესტერ იუნაიტედს საკუთარ თავს სთავაზობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 58 წლის არგენტინელ ლეგენდას მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრნელობა სურს
  • არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ამჟამად მექსიკის მეორე ლიგის გუნდს წვრთნის
  • დიეგო იუნაიტედში ანდერ ერერას გამოარჩევს, პოლ პოგბას კი მონდომებას უწუნებს 

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აცხადებს, რომ საკუთარი თავი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში წარმოუდგენია. ცნობისთვის, 58 წლის დიეგო, რომელსაც არგენტინის ნაკრებსა და საემიროების გუნდებში უმუშავია, ამჟამად მექსიკის ჩემიონატის მეორე ლიგის დორადოსში მუშაობს.

მეტი ამ თემაზე: დიეგოს სამოთხე მექსიკაში - მეგა-ხელფასი და ვილა მარადონას

"თუკი მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელს ეძებს, აქ ვარ - კაცი, ვინც მათ სჭირდებათ. ვიცი, რომ მთელ მსოფლიოში უამრავ მაისურას ყიდიან, მაგრამ მაისურების გაყიდვის გარდა, მათ ტიტულების მოგებაც სჭირდებათ. მე შემიძლია მათ ტიტულები მოვუტანო. 

მანჩესტერ იუნაიტედი დიდი ხნის განმავლობაში ჩემი საყვარელი ინგლისური კლუბი იყო. მათ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი და დიდებული გუნდი ჰყავდათ, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა.

ოლე გუნარ სულშერს თანამდებობაზე კონკურენტი გამოუჩნდა

იუნაიტედის ამჟამინდელ შემადგენლობაში ანდერ ერერა მომწონს. პოლ პოგბა? ის სათანადო მონდომებით არ მუშაობს. 

მითამაშია "ოლდ ტრაფორდზე" (1983/84 წლების თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალში). იქ ისეთი ხმაური იყო, როგორიც “ლა ბომბონერაზეა ხოლმე", - ამბობს მარადონა FourFourTwo-სთან ინტერვიუში. 

მანჩესტერ იუანაიტედს ამჟამად ოლე გუნარ სულშერი წვრთნის, რომელმაც 2018/19 წლების სეზონის მიმდინარეობისას, თანამდებობაზე ჟოზე მოურინიო შეცვალა. 46 წლის ნორვეგიელის ხელში გუნდმა პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 91 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. ნაკრებთან ერთად დიეგომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატი მოიგო, 1990 მუნდილაზე კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები