Thumbnail

ტრანსფერები | ფედერიკო კიეზამ იუვენტუსთან კონტრაქტი შეათანხმა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფედერიკო კიეზა, დიდი ალბათობით, იუვენტუსში გადავა
  • ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 21 წლის შემტევი იუვეს შეუთანხმდა

იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ფედერიკო კიეზა იუვენტუსს უახლოვდება! ამის შესახებ ცნობას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფლორენციის ფიორენტინას 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

როგორც ირკვევა, იუვენტუსმა კიეზას 5-წლიანი კონტრაქტი და წელიწადში 10 მილიონი ევრო შესთავაზა და ფეხბურთელისგან თანხმობაც მიიღო. ახლა, ტრანსფერის განსახორციელებლად საჭიროა, რომ კლუბები ერთმანეთში შეთანხმდნენ.

იტალიური ფეხბურთის ორი მთავარი იმედი: ფედერიკო კიეზა და ნიკოლო ძანიოლო

იუვესა და ფიორენტინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, დიდხანს გაიწელოს, რადგან ფლორენციულ კლუბში ახალი მფლობელები მიდიან. ფიორენტინას იტალიური ფესვების მქონე ამერიკელი ბიზნესმენი როკო კომისო ყიდულობს

ფედერიკო კიეზა, რომელიც ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ენრიკო კიეზას შვილია, ფიორენტინას აღზრდილია. ამ სეზონში მან სერია A-ს 37 მატჩში იასპარეზა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. კიეზას ფლორენციელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები