Thumbnail
  • მეგა ბიმაქსი 91:96 ცრვენა ზვეზდა
  • გოგას 5 ქულა და 6 მოხსნა ბოლო მატჩში
  • ქართველი კალათბურთელი NBA-ს გამორჩეულმა მოთამაშემ დააჯილდოვა

სერბეთის საკლათბურთო ლიგის პლეი ოფში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა ცრვენა ზვეზდასთან მეორე მატჩიც წააგო და ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის აგრძელებს. ცრვენამ შეხვედრა 5 ქულით, 96:91 მოიგო და ფინალში ბელგრადის პარტიზანს ელოდება, რომელსაც გადამწყვეტ მატჩამდე მისასვლელად ერთი მოგებაღა რჩება.

გოგამ 24 წუთში 5 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ქართველმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერია, რომ ამ კლუბის ღირსებას იცავდა და ამ ხალხთან ურთიერთობა ჰქონდა. გოგა ამბობს, რომ ახლა მისთვის დასვენების დრო არ არის და წინ NBA-ს ვარჯიშებია.

გოგამ ბოლო მატჩში 5 ქულა ჩააგდო

ქართველი კალათბურთელი სერბეთის სუპერლიგის MVP გახდა. ის საშუალოდ 21 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 19,7 ქულას აგროვებდა. გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 25,7-ს უტოლდებოდა.

ბითაძე ცრვენასთან მატჩის დაწყებამდე NBA-ს გამორჩეულმა მოთამაშემ, დენვერის კალათბურთელმა ნიკოლა იოკიჩმა დააჯილდოვა. სერბი მეგას ყოფილი კალათბურთელია, NBA-ში კი 2015 წლიდან თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები