Thumbnail

ობამეიანგმის ინსტაგრამიდან არსენალი წაშლილია - პიერ-ემერიკს ჩინელები იწვევენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინსტაგრამში არსენალის თავდამსხმელის ექაუნთიდან კლუბის სახელწოდება წაშალეს
  • ცნობილია, რომ 29 წლის გაბონელი ფეხბურთელის გადაბირება ორ ჩინურ კლუბს სურს

ინსტაგრამში, ლონდონის არსენალის თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის პროფილის ბიოგრაფიაში წაშლილია ინფორმაცია, რომ ის "მეთოფეთა" ფეხბურთელია. უცნობია, ეს 29 წლის ფეხბურთელმა თავად განგებ გააკეთა, თუ მისი ექაუნთი გატეხეს. ამის მიუხედავად, ფაქტმა არსენალის გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობამეიანგმა ძალიან მიმზიდველი ფინანსური წინადადები ჩინური კლუბებისგან მიიღო. გაბონელი ფეხბურთელით გუანჩჟოუ ევერგრანდი და შანხაი სიპგ-ი ინტერესდებიან, რომლებიც მზად არიან, მას კვირაში 300 ათასი ფუნტი (დაახლოებით 339 ათასი ევრო) გადაუხადონ. 

შედარებისთვის, ამჟამად ობამეიანგი არენალში კვირაში 190 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. გუანჩჟოუ კი ფორვარდისადმი ინტერესს ჯერ კიდევ მაშინ იჩენდა, სანამ ეს უკანასკნელი 2018 წლის იანვარში, დორტმუნდის ბორუსიადან არსენალში გადაბარგდებოდა. 

არსენალის ფორვარდს ჩინელები გაცილებით დიდ ხელფასს სთავაზობენ

გასულ სეზონში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლონდონური კლუბის მაისურით ინგლისის პრემიერლიგის 36 მატჩში ითამაშა, გაიტანა 22 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები