Thumbnail
  • გოლდენ სტეიტს კევინ დურანტი ვერც მესამე მატჩში დაეხმარება
  • ტორონტოსთან კლეი ტომპსონის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა

გოლდენ სტეიტმა ტორონტოს მეორე მატჩი მოუგო და NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1), რითაც ისედაც ფავორიტმა უორიორსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, რადგან მომდევნო ორი მატჩი ოკლენდში უნდა გაიმართოს. მესამე დუელი ‘ორაკლ არენაზე’ თბილისის დროით ხვალ, გამთენიისას გაიმართება, თუმცა მოქმედ ჩემპიონს საკადრო პრობლემები აქვს.

უორიორსი კევინ დურანტს ვერც ფინალის მესამე შეხვედრაში გამოიყენებს. ეს ინფორმაცია გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ოფიციალურად დაადასტურა. დურანტი 8 მაისს, ჰიუსტონ როკეტსთან მეხუთე დუელში დაშავდა.

რეპტორსთან მესამე მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა კლეი ტომპსონის თამაშიც. სტივ კერის თქმით, მისი საკითხი ბოლო მომენტში გადაწყდება. ტომპსონმა ტრავმა ტორონტოსთან მეორე შეხვედრაში მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები