Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები გიბრალტარსა და დანიასთან მომავალი მატჩებისთვის ემზადება
  • კვერკველია, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი და მჭედლიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები: საბა კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში ორი მარცხი (0:2 შვეიცარაიასთან, 0:1 ირლანდიასთან) აქვს და უქულოდაა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს, თბილისში, გიბრალტარს უმასპინძლებს, 10-ში კი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება. 

4 ივნისს, თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ.ზესტაფონის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. არ უვარჯიშია გიორგი აბურჯანიას, რომელიც თბილისში გვიან ჩამოვიდა. ის წვრთნის პროცესს 5 ივნისიდან შეუერთდება.

გია გრიგალავა დამცავი ნიღბით ვარჯიშობს
📸 | GFF.GE

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

ევრო 2020. შესარჩევი. D ჯგუფი

7 ივნისი - მესამე ტური

20:00 საქართველო - გიბრალტარი
22:45 დანია-ირლანდია.

10 ივნისი - მეოთხე ტური

22:45 დანია-საქართველო
22:45 ირლანდია-გიბრალტარი.

კომენტარები

ბოლო ამბები