Thumbnail

Tekken | რვა საუკეთესო მომენტი Combo Breaker-იდან

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Combo Breaker 2019-ზე მაყურებელმა არაერთი შთამბეჭდავი ეპიზოდი იხილა
  • საუკეთესო მომენტებში Rangchu-ს Panda ორჯერ მოხვდა

სულ ცოტა ხნის წინ ბაე 'Knee' ჯაე მინი ზედიზედ მეორედ გახდა Combo Breaker-ის გამარჯვებული და 2019 წელსაც დაისაკუთრა საუკეთესოს ტიტული. ფაითინგ ჟანრის მოყვარულებმა ტურნირზე საოცარი სერიები და მომენტები იხილეს, შესაბამისად, ჩვენ იმ საუკეთესო რვა მომენტს წარმოგიდგენთ, რომლებსაც სატურნირო თვალსაზრისითაც ჰქონდა მნიშვნელობა და ყველაზე სანახაობრივადაც ჩავთვალეთ.

LowHigh (Shaheen)

იუნ 'LowHigh' სან-ვუნგს ნახევარზე ნაკლები სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, როდესაც შესანიშნავი კონტრ შეტევა დაიწყო და სრული სიცოცხლის მქონე Jack-7 დაანოკაუტა.

Rangchu (Panda)

იონგ 'Rangchu' ჰიეონ-ჰოს სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პერსონაჟით, Panda-თი თამაშობს. ამ შეხვედრაში ის თანამემამულე კიმ 'JDCR' ჰიუნჯინს შეხვდა და საყვარელი და ამავდროულად მრისხანე პანდათი დამარცხებულთა ჯგუფში გაამწესა.

Pling (Lei)

მიუხედავად იმისა, რომ ის მეოთხედფინალიდან კანგ 'Chanel' სეონგ-ჰომ გამოაგდო, Pling-მა Rox Dragon-ის წევრს კარგი ბრძოლა გაუმართა. ამ ვიდეოში თქვენ იხილავთ, თუ როგორც იცილებს Pling-ი Chanel-ის 'Dark Wave'-ს და შემდეგ მეტოქეს სწრაფი კომბოთი უსწორდება.

Rickstah (Akuma)

რიჩარდ Rickstah უეჰარამ ტურნირის მომავალი ჩემპიონი Knee კარგად ანერვიულა. უეჰარამ Bryan-ის 'rage dive' აიცილა და მოწინააღმდეგე შეცდომისთვის მკაცრად დასაჯა.

JDCR (Armor King)

ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, თუ როგორ ამარცხებს T7-ის ლეგენდარული წევრი Chanel-ს. წლევანდელ ტურნირზე Chanel-ის მოღვაწეობა გამანადგურებელი ილეთით სწორედ JDCR-ის Armor King-მა დაასრულა.

ისევ Rangchu (ისევ Panda)

როგორც უკვე ავღნიშნეთ, Rangchu Panda-თი ასპარეზობს. იგი ამჯერადაც შეუჩერებელი იყო და Anakin-ისგან პრაქტიკულად არაფერი დატოვა. გეშინოდეთ პანდასი!

Knee (Kazuya) 

შესაძლოა, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა ჩვენი რჩევა უნდა გაითვალისწინონ და Panda-ს უფრთხოდნენ, მაგრამ ეს მითითება ტურნირის ორგზის გამარჯვებულზე არ ვრცელდება. Rangchu-ს დასაბნევად Knee-მ Kazuya აირჩია და წარმატებას ახალი პერსონაჟით მიაღწია.

Anakin (Jack-7)

ბოლო ვიდეოში 2019 წლის Combo Breaker-ის მეორე ადგილოსანს ვიხილავთ, რომელმაც ტურნირზე ყველას დაუმტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის კიბერ სპორტსმენია. Knee-სთან ერთ-ერთ შეხვედრაში მას მარცხამდე ძალიან ცოტა აკლდა, თუმცა მეტოქე დროული ილეთით გაანადგურა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები