Thumbnail

'სხვებთან ეს, შეიძლება, გასვლოდათ, მაგრამ არა ახალ ზელანდიასთან' - მედია მატჩზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კაპიტნების კომენტარები
  • ახალზელანდიური მედიის მიმოხილვა

20-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და 13:45 დამარცხდა. სამი წლის წინათ, ამ გუნდების მატჩში 0:55 დაფიქსირდა, ახლა კი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ლელო დაუდეს "ბეიბი ბლექსს" და კიდევ ჰქონდათ თავის გამოჩენის შანსები. გთავაზობთ გუნდების კაპიტნების კომენტარებსა და ახალზელანდიური მედიის მცირე მიმოხილვას. 

წაიკითხე | მარცხი ფავორიტთან - საქართველო ახალ ზელანდიას ებრძოლა და ლელოც გაუტანა

კაპიტნები მატჩზე

თედო აბჟანდაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო 20 წუთში დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ასეთი სხვაობით იმიტომ წავაგეთ. საკუთარ შეცდომებზე ვიმუშავებთ და სამხრეთ აფრიკასთან გამოვასწორებთ". 

კიანუ კერერუ-საიმსი (ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი): "ვიცოდით, რასთან გვექნებოდა საქმე ამ მატჩში. როდესაც ცვლილებები განვახორციელეთ, ზეწოლა გავაძლიერეთ და ეს ჩვენთვის პოზიტივია. ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით, სამუშაო ბევრი გვრჩება, მაგრამ კარგი სტარტი გამოგვივიდა". 

ახალზელანდიური მედია მატჩზე

Stuff.co.nz: "ახალი ზელანდია საქართველოსთვის ძლიერი მეტოქე გამოდგა. მათი ოსტატობა და ათლეტიზმი მთავარი ფაქტორები გამოდგა, რის გამოც გუნდმა 45:13 გაიმარჯვა. ეს თამაში შორს იყო უნაკლოსგან, ხოლო კრეიგ ფილპოტმა შეგირდებს მეტი დისციპლინა უნდა მოსთხოვოს. თუმცა 7 ლელო, ალბათ, ყველას დააკმაყოფილებდა. 

ახალზელანდიელებმა, მარტივი, მაგრამ სწორი ტაქტიკა დაუპირისპირეს კუნთმაგარ ქართველებს - ბრუტალური ძალა შესაძლოა, სხვა მეტოქეების წინააღმდეგ საკმარისიც აღმოჩნდეს, მაგრამ არა ასეთ მეტოქესთან, რომელსაც ტაქტიკურ მენიუში ბევრი ვარიანტი აქვს. ცალკე აღსანიშნავია ახალზელანდიელთა კარგი თამაში დაცვაში, ერთ ეპიზოდში მათ ლელოს ხაზზე ქართველთა 13-ფაზიანი შეტევა მოიგერიეს".

New Zealand Herald: "ახალი ზელანდია საქართველოსთან მატჩში დომინირებდა. თავიდან ფავორიტს ძალისმიერ მეტოქესთან დიდი ჭიდილი მოუწია".

TVNZ: "ახალმა ზელანდიამ საქართველოს ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტაიმში საქართველომ ერთი გაიბრძოლა და პირველი ლელო გაიტანა, მაგრამ ეს იყო ევროპელთა ბოლო პოზიტივი ამ მატჩში". 

კომენტარები

ბოლო ამბები