Thumbnail

4 მედალი ევროპაზე - აბულაძემ ფინალში რუს მეტოქეს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 4 მედალი ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატიდან
  • ერთადერთი ოქრო ფრიდონ აბულაძემ მოიგო

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიგო. ფრიდონ აბულაძემ (55კგ) ფინალურ ბრძოლაში რუს ანვარ ალახიაროვს 7:6 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფრიდონ აბულაძე (55 კგ) ევროპის ჩემპიონია.

ფრიდონ აბულაძე (55 კგ) ევროპის ჩემპიონია 🆒💪☝🥇🏆🇬🇪 ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელი ანვარ ალახიაროვი 7-6 დაამარცხა 🆒💪☝🇬🇪👏

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 04 ივნისი, 2019

სამწუხაროდ, ლერი აბულაძემ (63 კგ) ფინალის მოგება ვერ შეძლო. ის თურქ აბდულა ტოპრაკთან 2:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ნიკა შერბაკოვმა (77კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლიტველ არმინას ლიგნუგარისს 3:1 აჯობა, ხოლო კიდევ ერთი ბრინჯაო გიორგი ქაცნაშვილმა მოიგო, რომელმაც პოლონელ დიბკას 8:4 აჯობა.

გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 04 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები