Thumbnail

როლან გაროსი | ფედერერმა შვეიცარიული დუელი მოიგო და ნახევარფინალში ნადალს ხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვავრინკასა და ფედერერის თამაში 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა
  • როჯერ ფედერერი როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა
  • რაფაელ ნადალმა კეი ნიშიკორს მარტივად მოუგო

როლან გაროსზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. როჯერ ფედერერმა სტენ ვავრინკას 4 სეტში, 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 

შვეიცარიულთა დუელში როჯერმა ორი სეტი ტაი ბრეიკზე მოიგო. ბოლო სეტში კი ვავრინკას შანსი არ მისცა და მატჩი, რომელიც 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, გამარჯვებით დაასრულა.

ფედერერის მეტოქე ნახევარფინალში რაფაელ ნადალი იქნება. ესპანელმა კეი ნიშიკორს მარტივად, სამ სეტში, 6:1, 6:1, 6:3 მოუგო. ნადალმა მეტოქის 7 მოწოდება მოიგო და იაპონელი უშანსოდ დაამარცხა. 

ფედერერისა და ნადალის ნახევარფინალური მატჩი 7 ივნისს გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს SILK UNIVERSAL-ის პირდაპირ ეთერში იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები