Thumbnail

RWC U20 | ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ მარტივად მოიგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავსტრალია 36:12 იტალია
  • სამხრეთ აფრიკა 43:19 შოტლანდია 

არგენტინაში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. 'უმცროსი ბორჯღალოსნების' ჯგუფში სამხრეთ აფრიკა შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქეს 24 ქულით, 43:19 მოუგო.

სამხრეთაფრიკელებმა  6 ლელო დადეს, მაგრამ 68-ე წუთამდე ბრიტანელები წინააღმდეგობის გაწევას მაინც ახერხებდნენ. სამხრეთ აფრიკამ ბონუს ქულით მოიგო და ჯგუფში 5 ქულით ლიდერია. მეორე ტურში მათი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება, ხოლო შოტლანდია ახალ ზელანდიას შეხვდება.

Number Eight shows real pace to score for South Africa

Jaden Hendrikse puts a beautiful ball back inside to the number 8, Francke Horn who shows some real pace to finish this try for Springboks U20s #WorldRugbyU20s

Posted by World Rugby on სამშაბათი, 04 ივნისი, 2019

B ჯგუფში ავსტრალია იტალიას 36:0-ს უგებდა და მეტოქემ ბოლო 4 წუთში ორი ლელო დადო.  'აძურამ' მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ავსტრალია მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. ავსტრალია ჯგუფში გალიდერდა. 'ვოლაბების' მომდევნო მეტოქე ირლანდია იქნება. იტალია კი ინგლისს შეხვდება.

Australia score a classic after some outrageous skill

What a line. What a kick. What a try. Australia U20s are the real deal scoring this classic at the #WorldRugbyU20s

Posted by World Rugby on სამშაბათი, 04 ივნისი, 2019

ჰარისონის კარგი თამაში და ლონერგანის ლელო

Lonergan gets a double for Australia

"Harrison slides right through". The Australian out-half ghosts through the gap and sets up Lachlan Lonergan for his double #WorldRugbyU20s

Posted by World Rugby on სამშაბათი, 04 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები