Thumbnail
  • 📅 5 ივნისი |⌚ 22:45 | ⚽ პორტუგალია V შვეიცარია
  • 📅 6 ივნისი |⌚ 22:45 | ⚽ ჰოლანდია V ინგლისი

ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალური ეტაპის მატჩები 5-9 ივნისს გაიმართება, სადაც ერთმანეთს - ინგლისი, ჰოლანდია, შვეიცარია და ეტაპის მასპინძელი პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

პორტუგალიაში ერთა ლიგის გამარჯვებული პრიზის სახით - €10.5 მილიონ ევროს მიიღებს, მეორე ადგილოსანი - €9.0, მესამე ადგილოსანი - €8.0 და მეოთხე ადგილზე გასული გუნდი - €7.0.

💶 საპრიზო ფონდი: ერთა ლიგის გამარჯვებული - €10.5, ფინალისტი / მეორე ადგილი - €9.0, მესამე ადგილი - €8.0, მეოთხე ადგილი - €7.0

ეს თანხები უკვე მოიცავს €4.5 მილიონ ევროს, რომელიც გუნდებმა ფინალურ ჯგუფში მოხვედრის გამო მიიღეს. ჯამში უეფამ ერთა ლიგის საპრიზო თანხად €76.00 მილიონი გამოყო, რომელიც ტურნირის მონაწილე 55 ასოციაციაზე გადანაწილდა.

პორტუგალია V შვეიცარია - ყველა ჟოაო ფელიქსის თამაშს ელის

ერთა ლიგის ფინალური ეტაპი ოთხშაბათს პორტოში - პორტუგალიისა და შვეიცარიის 1/2-ფინალური მატჩით დაიწყება. შვეიცარიის შემადგენლობას უკვე დაუბრუნდნენ ფინალისტები - შერდან შაჩირი (ჩემპიონთა ლიგა) და გრანიტ ჯაკა (ევროპის ლიგა).

💬 ფერნანდო სანტოსი (პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი): 15 წლის წინ რონალდომ ევრო 2004-ზე ითამაშა, მაშინ ჟოაო ფელიქსი და კიდევ რამდენიმე 4, 5 და 6 წლისები იყვნენ, დღეს გუნდელები არიან და ერთად უწევთ თამაში.

პორტუგალიელთა ვარჯიშზე პრესის ყურადღებას ბენფიკას ახალგაზრდა შემტევი - ჟოაო ფელიქსი იქცევს, რომელსაც ჯერ ეროვნულ გუნდში არ უთამაშია. 19 წლის ფელიქსით პრემიერლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მათშორის მანჩესტერული გრანდები - სიტი და იუნაიტედი.

💬 იან სომერი (შვეიცარიელთა მეკარე): სანაკრებო მატჩებს განსაკუთრებული მოტივაციით ვხვდები. ნაკრების ღირსებას ღირსებას რუსეთის მუნდიალზე ვიცავდი და იმედი მაქვს ჩემი თამაშით პორტუგალიაშიც გავახარებ თანამემამულეებს.

ჰოლანდია V ინგლისი - მადრიდული ფინალი გიმარაეშში გადაინაცველბს

მეორე ნახევარფინალურ მატჩში გიმარაეშში შედგება, სადაც ერთმანეთს ინგლისი და რონალდ კუმანის ჰოლანდია დაუპირისპირდებიან. კუმანმა ნარინჯისფერი გუნდი გამოაცოცხლა, იგივე გააკეთა, რაც წლების წინ საუთგეიტმა ინგლისში.

💬 რონალდ კუმანი (ჰოლანდიის მთავარი მწვრთნელი): ყოველი ორშაბათი და სამშაბათი ინტერვიუებს გაძლევთ, შემდეგ მივდივარ და კვირის ბოლომდე ნაკრების ფეხბურთელების მატჩებს ვესწრები. გოლფის სათამაშოდ მხოლოდ ერთი დღე მაქვს, რამდენიმე დღის წინ ბაბუა გავხდი და ახლა მგონი აღარც ეგ ერთი დღე აღარ მექნება.

ნაკრებ გუნდებს დაუბრუნდნენ ფინალისტები - ვირჯილ ვან დაიკი, ჯორჯინიო ვაინალდუმი, ჯორდან ჰენდერსონი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯო გომესი (ხუთივე ლივერპული), ერიკ დაიერი, დელე ალი და ჰარი კეინი (სამივე ტოტენჰემი). კეინის და ვან დაიკის ბატალიები პორტუგალიაშიც გაგრძელდება.

💬 რაჰიმ სტერლინგი (ინგლისის შემტევი): საუთგეიტთან ერთად იმისი განცდა მაქვს, რომ რაღაც დიდს მივაღწევთ და ამ რაღაც დიდის მიღწევის გზაზე ჯერ ერთა ლიგა უნდა მოვიგოთ, რაც არ იქნება ადვილი.

ერთა ლიგის ფინალური მატჩი 9 ივნისს პორტოში დრაგაოზე გაიმართება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩს იმავე დღეს გიმარაეში უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები