Thumbnail
  • მილანის ინტერს ავსტრიის ნაკრების ფორვარდი სურს
  • მარკო არნაუტოვიჩის შეძენა ანტონიო კონტემ მოისურვა

მილანის ინტერის ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის გაძლიერება ვესტ ჰემის თავდამსხმელით, მარკო არნაუტოვიჩით სურს. კონტე მზადაა, ფეხბურთელში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. იტალიელი სპეციალისტის სამიზნეში კიდევ ორი ფორვარდია - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) და ედინ ჯეკო (რომა).

არნაუტოვიჩი კლუბის დატოვებასთან ახლოს 2019 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც იყო. მისით ჩინური კლუბი ინტერესდებოდა და 40 მილიონ ფუნტსაც იხდიდა, თუმცა თავად ლონდონურმა კლუბმა ავსტრიელის გაშვებაზე უარი განაცხადა და ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მარკო კლუბში მომდევნო სამი წლის მანძილზე უნდა დარჩეს.

30 წლის ფეხბურთელისთვის ინტერი უცხო არ არის. არნაუტოვიჩი ‘ნერაძურიში’ 2009-10 წლების სეზონში იჯარის წესით თამაშობდა - მაშინ კლუბს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. 

‘ჩაქუჩებმა’ მარკო 2017 წელს, სტოკ სიტიდან დაიმატეს 24 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. ავსტრიელმა პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები