Thumbnail

რას გადაწყვეტს ორიჯი? ახალი კონტრაქტი მაგიდაზე დევს!

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ორიჯიმ ჩემპიონთა ლიგაში კარში სამჯერ დაარტყა და სამივე დარტყმა გოლით დასრულდა
  • ახალი კონტრაქტის მიხედვით, ბელგიელი კლუბში 2023 წლამდე დარჩება

დივოკ ორიჯიმ, შესაძლოა, ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. სეზონის დასაწყისში იყო ვარაუდები, რომ სათამაშო დროის უქონლობის გამო, ბელგიელი კლუბს დატოვებდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბელგიელმა მერსისაიდული კლუბისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

24 წლის ფეხბურთელმა თავი ჯერ ევერტონთან ბოლო წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლით გამოიჩინა, შემდეგ კი იყო გოლი ნიუკასლის კარში, რომელმაც კლუბს პრემიერლიგის მოგების შანსები დაუტოვა. ასევე განსაკუთრებული იყო გოლები ჩემპიონთა ლიგაში. ახალგაზრდა ბელგიელმა ნახევარფინალსა და ფინალში ჯამში კარში სამჯერ დაარტყა და სამივე დარტყმა გოლით დასრულდა!

ორიჯის გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში

“მაგიდაზე ახალი კონტრაქტი მიდევს. გადაწყვეტილებას სანაკრებო თამაშების მერე მივიღებ, მაგრამ ვფიქრობ კლუბთან მოლაპარაკებები შედგება,” - განაცხადა ბელგიელმა ფინალის შემდეგ.

ახალი შეთავაზების მიხედვით, დივოკს ინგლისურ კლუბში დარჩენა 2023 წლამდე მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები